არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნო

1987

1987 წელს კოტე მარჯანიშვილის თეატრში სცენის დეკორაციების მხატვრად დაიწყო მუშაობა მამუკა ცეცხლაძემ, სადაც დიდი სახელოსნო და სამხატვრო მასალები იყო მის განკარგულებაში. სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე, მამუკა ცეცხლაძის სადიპლომო ნამუშევარზე მუშაობისას ჩამოყალიბებული მხატვართა არაფორმალური გაერთიანების შეკრების ადგილმა მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოში გადაინაცვლა, სადაც ჯგუფი კიდევ უფრო გაფართოვდა. აქ მხატვრებს მიეცათ დიდი ზომსი ტილოებზე მუშაობის და ექსპერიმენტული მასალების გამოცდის საშუალება.