არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ვახო ბუღაძის გამოფენა "სამი, ოთხი"

2019

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პროექტის ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ ვახო ბუღაძის გამოფენას ,,სამიოთხი".  

ვახო ბუღაძე თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის მიერ გააზრებული ნებისმიერი თემატიკა, დაფარული სათქმელის ამოხსნით იწყება და მთავრდება. ძირითადად, მისი შემოქმედებითი გზა, სწორედ ხელოვნების, ქანდაკებისა და მხატვრობის შესაძლებლობათა რაფინირებული გამოყენებით, რეალობის მწვავე აღქმით ხასიათდება.

ავტორის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ინსპირაციად იქცა 70-იან წლებში, უმეტესად მოყვარული ფოტოგრაფების მიერ გადაღებული შავ-თეთრი ფოტოები, სადაც ცალკეული უზუსტობების გამო ფოტოქაღალდი ზიანდებოდა, უჩნდებოდა ლაქები, ხანდახან საერთოდ იცვლიდა ფერს. ზოგჯერ ერთ ფოტოში ნეგატივიც და პოზიტივიც ერთდროულად ჩანდა. გამოფენა თანამედროვე ხელოვნების ძიებებს ასახავს და მოიცავს კონცეპტუალურად დატვირთულ და მრავლისმთქმელ ნამუშევრებს.

ვახო ბუღაძესთან ერთად, პროექტში მონაწილეობენ ხელოვანები - გოგი ოქროპირიძე და კატრინ ბოლტი.