თვალთვალი - მურთაზ შველიძე
„ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია'' - კონსტიტუციის მე-20 მუხლი.
არის თუ არა კანონი დაცულობის გარანტია? არსებობს თუ არა პირადი სივრცე, რომელიც საზოგადოების თვალისგან დაცულია? ბოლო წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ინსპირაციით, დედიკას გალერეა წარმოგიდგენთ მურთაზ შველიძის გამოფენას ''თვალთვალი''.
მხატვრის მანიფესტი, სადაც ავტორი თავისი ნებით ხდის საჯაროს საკუთარ პირად ჩანაწერებს, რომელიც მარტომ, დახურულ სივრცეში შეასრულა.