არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

გამოფენა " Guided Tour”

2015

წყალტუბოს რიგით მესამე ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ახალი კოლექტივის სპეციალური სახელოვნებო პროგრამა და გამოფენა-” Guided Tour” , რომელიც მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს: წყალტუბოს მუზეუმში არქიტექტურული არქივის კვლევა და მისი პრეზენტაცია, სახელოვნებო თამაში წყალტუბოს ხელოვნების სკოლაში და პერფორმანსი საზოგადოებრივ სივრცეში .

ახალი კოლექტივის ნამუშევრის "Guided Tour"-ის კონცეფციასა და მთავარ მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი კონტექსტის გაანალიზებას და მოსახლეობის ინტეგრაციას წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალის სხვადასხვა აქტივობებში.

წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალი, რომელიც უკვე მესამე წელია ტარდება, განხორციელდა "სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის" ფარგლებში, წყალტუბოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციისა და შვეიცარული ფონდის-ის მხარდაჭერით. მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართველი, ასევე შვეიცარიელი და გერმანელი ხელოვანები.