არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

სკალოპები #1

2021

გალერეა ერმეს ერმეს და LC Queisser-ის კოლაბორაცია გამოფენით სკალოპები. ჯგუფური შოუ იყოფა ოთხ ნაწილად და გაიმართა გალერეათა სივრცეებში, ვენასა და თბილისში.

არტისტები: შტეფანი ჰაინცე, სოფიო მედოიძე, ნიკოლა პეკორარო

იწყებენ რა არსებობას ცემენტირებული ორგანიზმის სახით, ქვიშიან ზედაპირებზე ან ფესვგადგმულ მცენარეზე მწოლიარენი, სკალოპები გარდაიქმნებიან თავისუფალ ცოცხალ სუბიექტებად, რომლებიც განსაკუთრებული დამოუკიდებლობით დრეიფობენ საზღვაო წყლებში. მომზიდველი კუნთის პალპაცია, აკომპანირებული ნიჟარის ხშირი კაკუნით, წარმოშბს რეაქტიულ ბიძგს, რაც საშუალებას აძლევს ორსაგდულიან მოლუსკს აქტიურად იცურაოს და მიგრირდეს მეტად შესაფერისი ჰაბიტატის საძიებლად; ავლენენ კოსმოპოლიტურ ხასიათს და, ერთდროულად, ხდებიან სიმბოლო გადაადგილების, გარდაქმნის და მუდმივი კმაყოფილების ძების. სკალოპი, როგორც ხშირი მეტაფორა დაცვის, გამოწვრთვნის და განახლების, პილიგრიმთა მოგზაურობის პრინციპების ერთგვარი განსხეულება, იძენს ახალ მნიშვნელობას მიმდინარე პანდემიისა და სპონტანური ცვლილებების პირობებში. შესაშურ ავტონომიურობას ავლენს, ერთი შეხედვით სტრუქტურულად მარტივი, რეალურად კი კომპლექსური, დახვეწილი და ევოლუციის მანძლზე მრავალჯერ გადარჩეული მსხლეტარე ორგანიზმი. კარგად განვითარებული ნერვული სისტემა მოიცავს სინათლის მგრძნობიარე თვალებს, რომლებსაც სკალოპები იყენებენ გარემოში მათი მდგომარეობის ამოსაცნობად. მხოლოდ ასაკობრივი რგოლებით და კუნთის ნიჟარასთან შეერთების ცენტრალური დაღით დანიშნული, სახეობა თავისუფალია ყოველგვარი გარე მზღუდავისგან და ცნობს ერთადერთ სტაბილურ სტრუქტურას, რაც არის თავად ორსადგულიანი ნიჟარის სიმეტრიული აღნაგობა. აბსტრაქტულ იდეად თარგმნილი ეს ფიზიკური და მატერიალური დუალურობა ხაზს უსვამს სიმბიოზური ალიანსების მნიშვნელობას.

შტეფანი ჰაინცე
სოფიო მედოიძე
ნიკოლა პეკორარო