არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - თბილისი

2017

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი არის მოძრავი მუზეუმი – მუზეუმი გამოძახებით. მუზეუმი შერჩეული ნამუშევრების ფოტო და ვიდეო დოკუმენტაციის საშუალებით, მსმენელს სხვადასხვა ამბავს მოუთხრობს.

მუზეუმი კონვერტია – რომელშიც თანამედროვე ხელოვნება შეტყობინებად, ახალ ამბად, ახალ წერილად იქცევა.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი დისკუსიის მოძრავი სივრცეა. მუზეუმი სახლებს თუ სხვა ადგილებს დროებით სახელოვნებო სივრცეებად აქცევს და დამთვალიერებლის ჩართვით განიხილავს მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო სოციალურ თუ სახელოვნებო მოვლენებს. მუზეუმი თანამედროვე ხელოვნებას სოციო-პოლიტიკურ და ისტორიულ კონტექსტში განიხილავს და ამ გზით ქვეყნის უახლეს ისტორიაზე მოგვითხრობს.

მუზეუმის მიზანია თანამედროვე ხელოვნების და სხვა შემოქმედებითი სფეროების საშუალებით ახალი ცოდნის და გამოცდილების შექმნა და გავრცელება.

განსხვავებული და მოულოდნელი გზებით, პირად თუ საჯარო სივრცეებში შეღწევით, მუზეუმი კითხვებს უსვამს სოციალურ, პოლიტიკურ ან ონტოლოგიურ საკითხებს და ქმნის ცვლილებისთვის აუცილებელ მდგომარეობებს.

განათლების, კვლევის და სახელოვნებო ინტერვენციების გზით მუზეუმი აჩენს დროებით სიცარიელეებს, სადაც დამთვალიერებელი არტისტთან ერთად მთავარი მოქმედი პირია და ახალი შინაარსის შექმნა ევალება.

მუზეუმის გამოძახება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი.

მეტი ინფორმაცია იხილეთ: Museum of Contemporary Art Tbilisi 

მუზეუმი გამოძახებით - თანამედროვე ხელოვნება ჩემოდანში, ნეტ გაზეთი,2017