არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

All Your Favourite Bitches and Witches [The Why Not Gallery]

2020

ექსპოზიცია დამთვალიერებელს წარმოუდგენს ქართველი ხელოვანი ქალების ახალ თაობას, განსხვავებული ხელწერითა და მუშაობის ტექნიკით. Წარმოდგენილი Ნამუშევრები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა იდენტობა, გენდერული როლები და სტერეოტიპები, პირადი ისტორიები და კოლექტიური მეხსიერება, მისტიციზმი და კლიშე.

შოკისმომგვრელი მაგრამ მიმზიდველი, ამავდროულად იუმორნარევი და ანცი, ვიზუალურად მიმზიდველი და თან შემზარავი - ამ ურთიერთგამომრიცხავი განცდების ერთობა არის ის მთავარი ხაზი, რაც გამოფენას გასდევს და მასში აერთიანებს სხვადასხვა ნამუშევრებს. ამავდროულად, წარმოდგენილ ნამუშევრებში იგრძნობა სიურრეალიზმის გავლენა.

Სიურრეალისტური მიმდინარეობა და მასზე რეფლექსია გამოფენის ერთ-ერთი გამაერთიანებელი ნარატივია. Მოძრაობა ისტორიაში შევიდა როგორც რაციონალიზმისგან განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც იკვლევდა ქვეცნობიერს და ავტომატიზმის პრაქტიკის დანერგვას ცდილობდა როგორც ლიტერატურაში, ასევე ვიზუალურ ხელოვნებაში; და ამგვარად, კრეატიული პოტენციალის და არტისტული თავისუფლების სიმბოლო გახდა.

Მაგრამ ასევე, Ისტორიულად მოძრაობა ცნობილია, როგორც მწვავედ მიზოგენური, სადაც ქალი ძირითადად პასიურ ობიექტად, მუზად და სიმბოლოდ განიხილებოდა; მის სხეულს, ათასგვარად დანაწევრებულს და დაზიანებულს, მუდამ სხვადასხვა აღმნიშვნელის როლს არგებდნენ.

Გამოფენა ერთგვარი პასუხია ზოგად მსოფლიო ტენდენციაზე, სადაც ძლიერი ქალი დაწინაურდა და თავის ადგილს იმკვიდრებს, როგორც სუბიექტი და საკუთარი თავის პატრონი.ექსპოზიცია ასევე რეფლექსირებს ლოკალურ სახელოვნებო სივრცეზე, სადაც სულ უფრო და უფრო დომინირებენ განსაკუთრებულად საინტერესო ხელოვანი ქალები.

გამოფენის სათაური ერთგვარი ხუმრობაა იმ ორ წამყვან იარლიყზე, რომელსაც დამოუკიდებელ, ძლიერ ქალებს აწეპებენ ხოლმე, მათი დამცირების და გარიყვის მიზნით. მათ, ვისაც საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილი აქვთ ან ჯადოქრებს უწოდებენ და წვავენ, ან ძუკნებს არქმევენ და მათზე ძალადობენ. სათაურის ეს კომბინაცია კი ხაზს უსვამს ამ ფიქსაციას, რომელიც თითქოს ზიზღნარევი და ნეგატიური დამოკიდებულებაა, მაგრამ სინამდვილეში, ხშირად, ძლიერი მიზიდულობით და ობსესიური მიჯაჭვულობითაა გამოწვეული.

Მონაწილე ხელოვანები: ანასტასია ახვლედიანი, თამარ ბოჭორიშვილი, ანა გზირიშვილი, ანი გურაშვილი, სალომე დუმბაძე, ქეუ მეფარიშვილი, თამარ ნადირაძე, ანა ჩადუნელი, ანა ჯიბლაძე