არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ვებ-გამოფენა „ადამიანი ვიდეო თვალით | ციფრული ოაზისები“

2020

“ცხადია, სამყარო ისეთი აღარასდროს იქნება, როგორც მანამდე…” ეს ფრაზა 2019 წლის გამოფენა Post.Digital.Dreams-ის ტექსტის ნაწილი იყო - შემოქმედებითი იმპულსებით ნაკარნახევი მოსაზრება, რომელიც სულ ორიოდე თვეში რეალობად იქცა. მოულოდნელად აღმოვჩნდით ფიზიკური იზოლაციის ციფრულ “სამოთხეებში”, სადაც ვირტუალური ინტერაქციამ საციცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა. პანდემიით გამოწვეულმა მოვლენებმა ეპოქალურად გარდამტეხი ფუნქცია შეასრულეს, რამაც სამყაროს პოლიტ-ეკონომიკური მატრიცის სისტემური ხარვეზები მწვავედ გამოაჩინა.

არჩევანი გარდაუვალია - ვამოწმებთ, ვრწმუნდებით, რომ ზუსტად ვიცით, რა ხდება ჩვენ გარშემო, შემდეგ კი ვენდობით ან ვაკრიტიკებთ, მიყვებით ჰიპერბმულების უსასრულობას იქამდე, სანამ არჩევანის გაკეთება რეალური სამყაროსავით აბსურდული გახდება.

როგორია ჩვენი მსჯელობისა და რეაქციის ხარისხი ამ მდგომარეობებთან მიმართებაში? რა არის ჩვენი შემოქმედებითი როლი კრიზისის დროს? ფაქტია, რომ ვებმა და ციფრულმა ინტერაქციამ ადამიანის ფსიქო-ფიზიკური ქცევის მოდალობის ახალი კონფიგურაცია ჩამოაყალიბა - ადამიანი ეკრანის წინ… ადამიანი ვიდეო თვალით.

გამოფენა იკვლევს ვების, როგორც მედიუმისა და სივრცის შემოქმედებით შესაძლებლობებსა და საზღვრებს არსებულ ტერიტორიალურ და გლობალურ კონტექსტებთან მიმართებაში.

-------------------

ვებ-გამოფენა “ადამიანი ვიდეო-თვალით | ციფრული ოაზისები” წარმოადგენს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის და პლატფორმა "მდგომარეობებს შორის" ერთობლივ პროექტს.

ვებ-გამოფენა, რომლის იდეაც პანდემიის დროს დაიბადა, ვირტუალურ სივრცეში, თვითიზოლაციის განმავლობაში შექმნილ 18 ნამუშევარსა და 33 ავტორს აერთიანებს. გამოფენის თემაზე შექმნილი ნამუშევრები ცდილობენ უპასუხონ გარემოებების ცვლილებათა ჯაჭვს, რომელიც მოულოდნელად დაატყდა სამყაროს.

“ადამიანი ვიდეო-თვალით | ციფრული ოაზისები” ნამუშევრებისა და გამოფენის ციფრულ სივრცეში ინტეგრაციის პირველი სრულფასოვანი და ამავდროულად ექსპერიმენტული მცდელობაა საქართველოში. შესაბამისად, ვებ-გამოფენაში მონაწილე ყველა პროექტი სპეციალურად ვებ-სივრცისთვის შეიქმნა და წარმოადგენს ქართულ სახელოვნებო სივრცეში ახალი ფორმებისა და მიდგომების ძიების შედეგს.

პროექტის ავტორები და კურატორები:

ხატია ჭოხონელიძე, ვატო ურუშაძე, გიორგი სპანდერაშვილი.

მონაწილეობენ:
ანუშკა ჩხეიძე და მანანიკო კობახიძე, გალაქტიონ ერისთავი, გვანცა ჯიშკარიანი, გიორგი როდიონოვი, თამარ გიორგაძე, თამარ მჭედლიშვილი, თიკო იმნაძე, ირინა ქურთიშვილი, მაკა კილაძე, მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე, სალომე ვეფხვაძე, სანდრო სულაბერიძე, სოსო მესხიშვილი და თამარ გიორგაძე, სოფო ქაშაკაშვილი, ქრისტინე ტუსიაშვილი, NUM (მარიამ სირვანი და მილად ბაგჰერი) ელ-თანამშრომლობა ნიქზარდ არაბშაჰთან; Voice Yard collective: მარიამ მუმლაძე, დიანა პანკოვა, ოლგა პილიპენკო, რიად სალამე, ვახო ნაკაშიძე; Brief manifest collective: თეო ბურკი, სიძუ ჩენი, ჰუიპინგ იანგი, ტიანა პეტროვიჩი, მარიამ ნოზაძე და მარკ მეტსი, ემა მური.

დიზაინი: ელენე გაბრიჩიძე და ზურა ცოფურაშვილი
ვებ პროგრამირება: გიორგი ყაზარაშვილი

გამოფენი ნახვა:

WWW.DIGITALOASES.SPACE