ლამა საბაქთანი?
OverGround Gallery, Artarea/Tv2.0-თან თანამშრომლობით წარმოადგენს როკო ირემაშვილის საავტორო პროექტს - “ლამა საბაქთანი?”.
ჯვარცმის მომენტში, მაცხოვრის მიერ წარმოთქმული „ლამა საბაქთანი?“ [ქართ. რატომ მიმატოვე?], თანამდროვე ადამიანის მდგომარეობის წინასწარი ციტირება, მისი თანაგანცდაა.
პროექტი - „ლამა საბაქთანი?“ - ყვება ამბავს ღვთის ძის, არა მამისგან, არამედ, კაცობრიობისგან მიტოვების... ზოგადად, საკაცობრიო და ქრისტიანული ღირებულებების ნიველირების შესახებ, რომლის შედეგადაც, სიღრმისიული თემების ხვედრი ზედაპირული მიდგომაა, თანამედროვე ადმიანის - მუდმივი მარტოობის განცდა.
პროექტის ავტორი: როკო ირემაშვილი
კურატორი: ნინო გუჯაბიძე
პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.