არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

პარალელური კლასი

2017

“პარალელური კლასი” 2017 წელს ჩამოყალიბებული პროექტია, რომელიც საჯარო სკოლებთან თანამშრომლობის საფუძველზე ქმნის ახალ საგანმანათლებლო ინიციატივებს. ორგანიზაცია შემოქმედებითი მეთოდებით ცდილობს სკოლებში, საშუალო საფეხურზე მყოფი სკოლის მოსწავლეებისთვის/თინეიჯერებისთვის ალტერნატიული საგანმანათლებლო მოდელების/აქტივობების შექმნას. მოსწავლეებთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სივრცის ორგანიზების საკითხზე, როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულად. მუშაობის პროცესში შეიქმნა რამოდენიმე საკლასო ოთახის მოდელი, რომლებიც დღესაც აქტიურად ფუნქციონირებს.

პარალელური კლასი ორიენტირებულია საჯარო სკოლების განვითარებაზე ორიენტირებული იდეების შემუშავებაზე, რომლებიც თავსებადია არსებულ სახელმწიფო სასკოლო პროგრამასთან მიმართებაში. გარდა ამისა ორგანიზაცია მუდმივად თანამშრომლობს საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო, სახელოვნებო ორგანიზაციებთან, დარგობრივ სპეციალისტებთან და ცდილობს შექმნას დამაკავშირებელი რგოლი, ქვეყანაში არსებულ მოზარდებზე ორიენტირებულ მასალებსა თუ პროცესებს და სახელმწიფო საჯარო სკოლებს / მოსწავლეებს შორის.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სკოლის მეცხრე კლასის სახელმძღვანელოზე - “სივრცის ორგანიზება”, რომელიც არჩევით საგნად მოიაზრება საჯარო სკოლებში. სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი უკვე გამოიცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. წიგნი / პროექტი ამ ეტაპზე ხუთ ძირითად საკითხს განმარტავს და გადათარგმნის 14-15 წლის სკოლის მოსწავლეთათვის:

არქივი

დრამატურგია

კომუნიკაცია

წარმოება

ექსპოზიცია

აღნიშნული თემები ასევე პარალელური კლასის თითოეული პროცესის/ვორკშოპის მთავარ სტრატეგიას და თეორიულ ბაზას წარმოადგენს.