არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

შეხების წერტილი

2020

პროექტი „შეხების წერტილი“ კონცეპტუალისტი მხატვრის სოფო ჩერქეზიშვილის და პრაქტიკოს-თეორეტიკოსი არქიტექტორის სანდრო ჩუბინიძე კოლაბორაციაა, რომელიც ამასთანავე ორმხრივი „კულტურტრეგერის“ როლს შეასრულებს.

პროექტის შინაარსი გულისხმობს ინტეგრირებული სივრცის შექმნას, სადაც თითოეული მხატვარი, ერთიან საგამოფენო სივრცეში, დამოუკიდებელი კონცეპტუალური წინადადებით შემოდის. ორივე მათგანს თავისი განსხვავებული ინტელექტუალურ-ემოციური ინსპირაცია აქვს. სანდრო ჩუბინიშვილის მიერ შემოთავაზებული კონცეფცია სათაურით „ანტიუტილიტარიზმი - ანუ სხეული ორგანოების გარეშე“, კვლევის ორიგინალურ ველს ეხება. ნამუშევარი შედგება ათი გრაფიკული იმიჯის და ერთი ცენტრალური პანო-ობიექტისაგან, რომელთა კომბინირება ქმნის ალტერნატული არქიტექტურის მოდელს - კულტურისგან დაცლილი სივრცის მოდელს. საგამოფენო მედიუმი- ინსტალაცია.

სანდრო ჩუბინიძის კონსტრუქციული აზროვნების საპირწონე სოფო ჩერქეზიშვილის კონცეფცია, სათაურით „არავინ ქვევით აღარ იყურება“ „სიმაღლე - იზოლაცია; კავშირი ცასთან; შიში, რომ ვერ ახვალ და თუ ახვედი, ვეღარ დაეშვები. შენ ხედავ ყველას და ამყარებ კავშირს აწმყოსთან, კავშირს ჩემთან და სივრცესთან. რაც უფრო მაღლა აგიყვანს შენი სურვილი, მით მეტად წითლდება წერტილი, ის გამოიყოფა, გამოირჩევა. იქმნება ლაბირინთი, რომელიც არქიტექტურულად ქმნის წითელ სვეტების ტყეს. ეს არის სვეტების წერტილი, სადაც არავინ ქვევით აღარ იყურება.” სოფო ჩერქეზიშვილის ეს ხედვა მხატვრულ იდეათა მკვეთრი, თვითმყოფადი ფორმულირებით იქმნება.

საგამოფენო მედიუმი ინსტალაცია ინტეგრირებული ფერწერულ ტილოებთან.

პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი ორ შემოაქმედს შორის „დიალოგის“ ვიზუალურ კვლევას გულისხმობს. ეს ვიზუალური ნიშნების მეშვეობით, ცოდნის ტრანსფორმაციის პროცესია. სანდრო ჩუბინიძის „დიალოგი“ სოფო ჩერქეზიშვილის იმიჯებთან, პოსტარქიტექტურული ობიექტების საშუალებით შედგება.

პროექტს „შეხების წერტილი“ ექპერიმენტულ იერს აძლევს გამოფენის ისეთი შემადგენელი ნაწილი, როგორიც აუდიო გამოფენაა. კინოს. პროფესიონალი ხმის ოპერატორის- თენგო ასიტაშვილის მიერ ჩაწერილი ხმოვანი ტექსტები მთლიანად აგებულია მხატვრის და არქიტექტორის შექმნილ ვიზუალზე. .

საგამოფენო პროექტის იდეის ავტორი და კურტორი: ნინო გუჯაბიძე.

პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ „კულტურის ხელშეწყობი ს პროგრამის „თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია თბილისსა და რეგიონებში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია- თბილისის სახემწიფო სამხატვრო აკადემია.

გალერეა „გამრეკელი მოდერნი“

„შეხების წერტილი“ – სამი ხელოვანის კოლაბორაციული პროექტი Gamrekeli Modern-ში - AT.ge. ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი