სველი წრე
"2008 წელს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა ბაკალავრიატის დიპლომი პერფორმანსით “სველი წრე” მოიპოვეს.
თავდაპირველად პერფორმანსი “ცისფერ გალერეაში” იყო დაგეგმილი, თუმცა სტუდენტები იქ არ შეუშვეს და ამიტომ ოთხი დღის შემდეგ ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა ეროვნულ გალერეაში გაიმართა.
10 წუთის განმავლობაში წრეში მსხდომი სტუდენტები ერთმანეთს საათის ისრის მიმართულებით, რიგ-რიგობით აფურთხებდნენ. ამ პერფორმანსმა საზოგადოების დიდ ნაწილში აღშფოთება გამოიწვია.
ამ სტუდენტების დიდმა ნაწილმა ძალიან მალევე დატოვა საქართველო და საზღვარგარეთ განაგრძო მუშაობა და სწავლა." - თამარ ჭინჭარაული სტატიიდან - "ქართული მწერლობისა და ხელოვნების ნიმუშები, რომლებმაც საზოგადოებრივი მღელვარება გამოიწვია"
ფოტო: ქეთო ცაავა
სველი წრე, Rustavi 2
ვის ეშინია სველი წრის, ბურუსი, ავტორი: გოგი გვახარია. 2010