არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

აღწერები

2014

აღწერები

ქართული ვიდეო ხელოვნების გამოფენა

01.03.2014 – 14.03.2014 

გამოფენის კონცეფცია

 

ტერმინ “აღწერების”  გამოყენებისას ხშირად ვგულისხმობთ ობიექტურ, ცხად სიმართლეს/რეალობას. ქართული ვიდეო ხელოვნება, როგორც დამოუკიდებელი მედიუმი, რომელიც ამავდროულად მოიცავს რეალობის აღწერის მისთვის დამახასიათებელ სუბიექტურ და ალერნატიულ ხედვას, 90-იანი წლებიდან დღემდე ვითარდება, როგორც პარალელური, უხილავი დინება. 80-იანი წლებიდან მოყოლებული, ქართულმა ხელოვნებამ გაიარა განვითარების გზა, რომელიც თანმდევი იყო სოციო-კულტურულ რეალობასთან შესაბამისობაში მყოფი დომინანტი, ჰეგემონიური დისკურსისა. მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისმომცველი კონტექსტუალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ საფუძვლიანი რეტროსპექტივის პირობებში, გამოფენა “აღწერები” მიზნად ისახავდა, მეტ-ნაკლებად ობიექტურად აესახა ქართული ვიდეო ხელოვნების განვითარების 23 წლიანი გზა, წარმოდგენილი ოცდაერთი ხელოვანის ნამუშევრით.  


გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ავტორების ნამუშევრები:



ანა მარტიაშვილი / ანა ჩადუნელი  / გეგი ხაბურზანია / გიო სუმბაძე / დიმიტრი ცუცქირიძე / ვასილ მაჭარაძე / ვატო წერეთელი / თამარ მაღლაფერიძე / თამარ ჩადუნელი / თემო ჯავახიშვილი / იარე / ილიკო ზაუტაშვილი / კოკა რამიშვილი / კოსტანტინ მინდაძე / კოკა ვაშაკიძე / ლევან ჭოღოშვილი / მამუკა ჯაფარიძე / ნიკო ლომაშვილი / ნიკო ცეცხლაძე / ნინო სეხნიაშვილი / სოფო ტაბატაძე  / + თეონა ჯაფარიძის არქივი


კურატორები : ალექსი სოსელია / გალაქტიონ ერისთავი /

გიორგი სპანდერაშვილი / თათა მუსხელიშვილი


დამატებითი დეტალები: www.videoimage.ge