არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

კოტე სულაბერიძის გამოფენა - მშვიდი ცხოვრება

2020

 თბილისის ისტორიის მუზეუმში პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის გამოფენას ,,მშვიდი ცხოვრება“.
ექსპოზიცია წარმოადგენს ფერწერულ ტილოებს და ინსტალაციას, რომელიც მხატვრის სახელოსნოში, ორი ადამიანის (ცოლ-ქმრის) საუბარს აღწერს, რაც მოცემულია ტექსტის სახით ვიზუალიზებული მაგიდების ფონზე. დამთვალიერებელს, რომელიც თითქოს ზემოდან დაჰყურებს მაგიდებს, თანამონაწილეობის და ამასთანავე თავისუფალ სივრცეში დისტანცირების საშუალება ეძლევა.
კოტე სულაბერიძე 90-იანელთა თაობის წარმომადგენელია. ის სხვადასხვა მედიაში მუშაობს მათ შორისაა ინსტალაცია, ვიდეოარტი. თუმცა მისთვის ფერწერა „ყველაზე ახლობელ და საყვარელ მედიად რჩება“. ამას მოწმობს გამოფენის ეპიგრაფად გამოყენებული, ავტორის მეირ ბავშვობაში ზეთით შესრულებული პირველი ნამუშევარი. ჯერ კიდევ კოტე სულაბერიძის სადიპლომო ნამუშევარში ვლინდებოდა ვიზუალური და ვერბალური ინფორმაციის სინთეზის მცდლობა, მისი ხელოვნება მრავალშრიანი მნიშვნელობით გამოირჩეოდა.
გამოფენა საერთაშორისო პროექტად იყო ჩაფიქრებული, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო გერმანელ ხელოვანს, კეროლაინ ბაიერს, თუმცა პანდემიის გლობალური საფრთხის გამო, მისი საქართველოში ჩამოსვლა ვეღარ მოხერხდა. ეს ფაქტიც პასუხობს კოტე სულაბერიძის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ: ,,პროექტი წარმოადგენს ერთგვარ გააზრების მცდელობას, თუ როგორაა შესაძლებელი მოიპოვო სიმშვიდე ისე, რომ არ დაარღვიო სხვისი, რაც როგორც წესი, არ გამოდის!..“