ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-7 საერთაშორისო ფესტივალი Fest i Nova 2015 G-15
Fest i Nova 2015
G-15
ადამიანები გამუდმებით ცდილობენ დაძლიონ მიზიდულობის ძალა და გადაკვეთონ საზღვარი, რომელსაც გრავიტაცია ქმნის, თუმცა ამას ყველა სხვადასხვანაირად ახერხებს. ზოგი მთვარისკენ მიმართულ რაკეტაში ჯდომით, ზოგი ფორმულა 1-ის მანქანაში გასაოცარი სისწრაფის განვითარებით, ზოგი კი წარმოსახვაში, სიზმრებში, შემოქმედების პროცესში. ყველა ეს პროცესი ერთნაირად საინტერესოა, რადგან საერთო მიზანი ყველა მათგანში სხვადასხვანაირად მიიღწევა.
ჩვენ ვიცით, რომ g-12 ის მაქსიმუმია, რასაც ადამიანის სხეული აჩქარებისას უძლებს და რაც, მაგალითად, კაფსულაში მჯდომ ადამიანს შეუძლია განავითაროს თუმცა ადამიანის მიერ სიზმარში ან შემოქმედების პროცესში განვითარებული აჩქარების კოეფიციენტი გაზომვას არ ექვემდებარება. ჩვენ არ ვიცით რა არის G-ს მაქსიმუმი ადამიანის გონებისათვის.
ამიტომ სიმბოლურად ვიღებთ G-15-ს, მდგომარეობას, როცა სხეულს აღარ შეუძლია გაუძლოს უფრო ძლიერ აჩქარებას, თუმცა გონება ითხოვს მეტს, როცა ადამიანი დგას ცნობიერისა და არაცნობიერის ზღვარზე.”
Fest i Nova 2015-ის გახსნაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა არტისტების მიერ, არტ ვილა გარიყულაში შექმნილი პროექტები.
ქვეყნები: საქართველო, ამერიკა, საფრანგეთი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი - უელსი, რუსეთი, აზერბაიჯანი,უკრაინა, ლიტვა, ლატვია, ირანი.
15 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფესტივალში დამოუკიდებელი ქართველი და უცხოელი მონაწილეების გარდა, ინდივიდუალური პროექტებით წარდგნენ ქართული თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუციები : CCA, არტისტერიუმი, პროექტი“არტიერიში“ VADS, სამხატვრო აკადემია, გალა გალერეა, ნექტარი, Arts councils Azerbaijan, ფრანგული ინსტიტუტი და სხვა.