არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

არტრა

2015

2015 წელს დაფუძნდა თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი რაჭაში, ხელოვნანთა რეზიდენციის არტელი რაჭის ბაზაზე. 

ყოველწლიური ფესტივალი არტრა არტელი რაჭის რეზიდენციაში ჩასული ხელოვანების ნამუშევრებს და ადგილობრივად ჩატარებული ვორქშოფების შედეგებს აერთიანებს. ფესტივალს, ისევე როგორც რეზიდენციას, ხელმძღვანელობს ხელოვანი კოტე ჯინჭარაძე კოლეგებთან ერთად. ფესტივალში მონაწილეობენ საერთაშორისო არტისტები, საქართველოში არსებული სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტები, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სახელოვნებო და კულტურული ორგანიზაციები, მათ შორის ამბროლაურის, ონის, ცაგერის მუზეუმები, სამხატვრო სკოლები.