არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

საჩუქარი ადელაიდას, დავით ალექსიძის ნამუშევრების გამოფენა [ხელოვნების მუზეუმი]

2016

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 90-იან წლებში შექმნილი 30-მდე გრაფიკული ნამუშევარი. 90-იანი წლების დასაწყისში მხატვარი ნამუშევრებში ქართული კონტექსტების ძიებას იწყებს. ქართულ ორნამენტს საკუთარი ესთეტიკის პრიზმაში ატარებს - მცირე ზომიდან დიდ კომპოზიციებში, წყლის საღებავებიდან ზეთის საღებავებში გადააქვს და მათ ხატ-სახის ინტერპრეტაციას ანიჭებს. დავით ალექსიძე ხშირად მიმართავს ექსპერიმენტებს - სასურველი ფერისა და ფაქტურის მისაღებად სხვადასხვა ტექნიკას იყენებს.

დავით ალექსიძე საქართველოს თანამედროვე სახელოვნებო სივრცის აქტიური წარმომადგენელია. მას არაერთ საერთაშორისო და ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი ნამუშევრები საერთაშორისო კატალოგებშია შეტანილი და დაცულია სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში. ამჟამად დავით ალექსიძე არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი.