ობსკურა
თანამედროვე ხელოვნების დამოუკიდებელი პლათფორმა "ობსკურა" არტისტებისა და კურატორების ინიციატივით დაარსდა თბილისში, 2013 წელს. პლათფორმა სახელოვნებო პროექტებს ახორციელებს ძირითადად თბილისში. ობსკურას გუნდის წევრები არიან: ნატო ბაგრატიონი, სოფო კობიძე, მარიამ ლორია, სანდრო სულაბერიძე, ნუნუცა შატბერაშვილი, მარიამ წიქარიძე. გუნდი საკუთარი სახელოვნებო და კურატორული იდეების განხორციელების გარდა, მხარს უჭერს სხვადასხვა ხელოვანებს საგამოფენო და სხვა შემოქმედებითი პროექტების განხორციელებაში.