არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

დიმა დადიანის ცოცხალი შესრულება

2014

16 მაისს Dédicace Gallery-ს საგამოფენო სივრცე ელექტრონულ მუსიკას დაეთმობა: ამ დღეს ქართული მუსიკალური სცენის ყველაზე ანდერგრაუნდ არტისტი - დიმა დადიანი სპეციალურად თქვენთვის Live-ში დაუკრავს. მის მიერ სპეციალურად შექმნილი ახალი მუსიკა და ახალი ჟღერადობა ფაქტობრივად არალიბერალური ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი და ამასთანავე მადლიერებაა იმ სოლიდარობისათვის, რაც ამ რამდენიმე თვის წინ მხატვრებმა გამოხატეს მუსიკოსის მიმართ:

ამ ისტორიის ბექრაუნდი ასეთია: გასული წლის სექტემბერში Gala Gallery-მ დახურულ საქველმოქმედო გამოფენას უმასპინძლა და ფაქტობრივად გადაარჩინა მუსიკოსი ციხეში აღმოჩენას. ვახო ბუღაძის მიერ გაღებულ 20-მდე ფერწერულ ტილოს, სოლიდარობის ნიშნად საქველმოქმედო გამოფენაზე თან მოჰყვა ცნობილი ავტორების - კოტე სულაბერიძის, უშანგი ხუმარაშვილის, ოლეგ ტიმჩენკოს, მამუკა ჯაფარიძის, მამუკა ცეცხლაძის, მურთაზ შველიძის, გიო სუმბაძის, მაია სუმბაძის, ვატო წერეთლის, კოტე ჯინჭარაძის, კოკა ცხვედიანის, გიკა მირზაშვილის, ნინო ჭილაშვილის, ნინო სეხნიაშვილის, კოტე მინდაძის, გიორგი მასხარაშვილის ნამუშევრები.

ფაქტობრივად Gala Gallery-ის ეს აქცია ქართული სახელოვნებო საზოგადოებისთვის ტესტი და რეაქცია აღმოჩნდა, მიმართული დღეს საქართველოში მომქმედი არალიბერალური ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციით მინიჭრბულ უფლებას ადამიანის ღირსების, პატივისა და თავისუფლების შესახებ.

ასე, რომ : 16 მაისს 19 .00.

Dédicace Gallery წარმოგიდგენთ

დიმა დადიანის live-ს

ვიზუალი : - Viktoria Giniyna, ვატო წერეთელი

კურატორები: დედიკა ბულია, თეონა ჯაფარიძე, ნინო დარასელი, ირინა არსენიშვილი, თაკო ვალიშვილი.