წინანდლის პრემია
ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემია არის ყოველწლიური კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერებისა და ხელოვანებისთვის. პრემიის დაწესების იდეა გაჩნდა 1998 წელს და მისი მთავარი მხარდამჭერი იყო მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია. 2014 წლიდან კვლავ აღდგა პრემიის გაცემა. დღეისთვის კონკურსის ორგანიზებას ზურაბ ჟვანიას ფონდი სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო რესურსებზე დაყრდნობით ახორციელებს.
წინანდლის პრემია პრიზებს გამარჯვებულ ავტორებს შემდეგ კატეგორიებში გადასცემს:
- თეატრალური ხელოვნება;
- კინოხელოვნება;
- მხატვრული ლიტერატურა (პროზა);
- მხატვრული ლიტერატურა (პოეზია);
- მუსიკალური ხელოვნება;
- სახვითი ხელოვნება;
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები.
პრემიის ლაურეატები დიპლომებითა და ფულადი პრიზებით ჯილდოვდებიან.