არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

FRAGMENTUM - Zura Apkhazi

2020

ზურა აფხაზის ახალი გამოფენა Fragmentum აერთიანებს სხვადასხვა პროექტებიდან თავმოყრილ, მიმდინარე და მომავალი პროექტების ფრაგმენტებს. ფრაგმენტები, რომლებიც ქმნიან ერთგვარ გზას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება განვითარების ხაზის დანახვა, გზიდან გადახვევის შესაძლებლობა, თუმცა არა გზიდან აცდენის. ფრაგმენტების სპეციფიკა მდგომარეობს მის სხვადასხვაგვარ, მრავალფეროვან მოქნილობაში, რომლის მეშვეობითაც რაიმე ახლის შექმნის შესაძლებლობა იქმნება. სხვადასხვა დასრულებული პროექტების შედეგებიდან ყოველთვის ჩნდება ახალი კონცეფციის დასაწყისი, არტისტი სწორედ ამგვარი კონცეფციებიდან ამოდის საკუთარ შემოქმედებაში, რომელიც ერთი მთლიანი ხაზის სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუმცა ეს ხაზი არასდროს არ არის სწორხაზოვანი. ზურა აფხაზი, რამდენადაც არ უნდა იყოს პროცესში ჩართული, იმდენადვე იგი გარედან, წარმოსახვითი ხაზის გარედან აღქმის შესაძლებლობას იტოვებს, როგორც თავისთვის, ასევე დამთვალიერებლისთვისაც. ამიტომ გამოფენა fragmentum ორმხირივი პროცესია, საშუალება სუბიექტური შეფასებებისთვის, დროის (წარსულის, აწმყოსი და მომავლის) ერთ მთლიანობაში აღსაქმელად, რომელიც სხვადასხვა შინაარსებით ახალ კონტექსტებს ქმნის. ფრაგმენტები ასევე, ხდება დასრულებული პროექტებიდან გამოცდილების გაზიარების საშუალება, რომელიც მომავალ გამოცდილებებად გადაიზრდებიან. ფრაგმენტები ნებისმიერ შემთხვევაში მრავალფეროვანი კომბინაციების ერთობაა, რომელიც სხვა დროსა და ვითარებაში სხვა სახეს მიიღებდა.