არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

Life N Style

2016

2016 წლიდან Art Caucasus Foundation არის ყოველწლიური პრინტ ფესტივალის Life N Style ორგანიზატორი. ფესტივალი ხელოვანებს აძლევს პრინტის მიმართუელბით ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობას. ფესტივალის ფარგლებში ტარდება გამოფენა, ვორქშოფები, მასტერკლასები, შეხვედრები ხელოვანებთან პრინტ ფესტივალის სახელოსნოსა და შოურუმში. ღონისძიებების ფოკუსს წარმოადგენს ხელით ნაბეჭდი გრაფიკული ნამუშევრების შექმნა და ამ მედიუმის განვითარება საქართველოში. Life N Style-ს მთავარი ღონისძიებები ძირითადად თბილისში იმართება, თუმცა საქართველოს რეგიონებშიც ხშირად ეწყობა ფესტივალის ღონისძიებები, - მათ შორის აჭარაში, სვანეთში, თუშეთში და სხვა. 

Art Caucasus Foundation უზრუნველყოფს კომუნიკაციას სხვადასხვა კულტურებისა და ქვეყნების წარმომადგენელ ხელოვანებს და კურატორებს შორის. ფესტივალის გუნდი ქართველ ხელოვანებთან ერთად თანამშრომლობს ხელოვნების სფეროს პროფესიონალებთან ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან, ლიეტუვადან, მექსიკიდან, რუსეთიდან,  საბერძნეთიდან,  საფრანგეთიდან, სასომხეთიდან.  

artcaucasus.com