არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

გიორგი გაგოშიძის სოლო გამოფენა

2018

Project ArtBeat წარმოგიდგენთ გიორგი გაგოშიძის 2016-17წ. შესრულებული ნამუშევრების გამოფენას.

გაგოშიძის სოლო გამოფენა ასახავს ხელოვანის შემოქმედების ტრანსფორმაციას ლანდშაფტური პეიზაჟებიდან აბსტრაქტულ კომპოზიციებამდე. 2015 წლამდე მხატვრის შემოქმედება შთაგონებულია ბუნების ფორმებით და მის ნამუშევრებშიც მთიანი ლანდშაფტური პეიზაჟები დომინირებს, გარემოს რეალური სახე განზოგადებულია და აბსტრაქციას უახლოვდება. მოგვიანებით, არტისტი აბსტრაქციასა და პეიზაჟს შორის საზღვრის კვლევას იწყებს. კონტრასტული ფერადოვანი ლაქები და სიბრტყისა და ხაზის მონაცვლეობით, რიტმულად განლაგებული მომრგვალებული სიბრტყეები ხან მთებთან ასოციაცირდება, ხან კი უბრალოდ აბსტრაქტულ ფორმებად, ესთეტურ შეხამებად აღიქმება.

გაგოშიძე ფაქტურული ზედაპირის მისაღწევად ინტენსიურ, ნათელ ფერებსა და სხვადასხვა მასალას მიმართავს: თუ მხატვარი ტილოზე ზეთის საღებავით მუშაობს, ქაღალდზე შესრულებულ ნამუშევრებში აკვარელს, აკრილს, ტემპერას, ფანქარს და არატრადიციულ მასალებს იყენებს.. სხვადასხვა ფაქტურის ერთობლიობა ერთ ნამუშევარში მხატვრის შემოქმედებას გამორჩეულ ხასიათს ანიჭებს.