არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ალექსანდრე ბანძელაძის გამოფენა სახელწოდებით „საზღვრებს მიღმა“ [ეროვნული გალერეა]

2012

ბანძელაძის გამოფენას სახელწოდებით „საზღვრებს მიღმა“.

ალექსანდრე ბანძელაძის სახელი ქართული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის განვითარებას და 1980- იანი წლების ქართველი ნონკომფორმისტების პლეადის ჩამოყალიბებას უკავშირდება. მისი შემოქმედება ეტაპური მნიშვნელობის მოვლენაა ახალი ქართული ხელოვნების განვითარების ისტორიაში.

გამოფენა ასახავს მხატვრის შემოქმედების განვითრების გზას 1950-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე და გვაძლევს საშუალებას მივადევნოთ თვალი ძიებების კრეატიულ პროცესს - ბანძელაძის ინდივიდუალური, ვიზუალური ლექსიკონის ევოლუციას.