არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ნახატები ბათუმის შესახებ

2017

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში წარმოგიდგენთ ალექსანდრე ფლორენსკის გამოფენას სახელწოდებით „ნახატები ბათუმის შესახებ“. გამოფენაში წარმოდგენილია ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც, როგორც სათაურიდან შეგიძლიათ ამოიკითხოთ, ეძღვნება ბათუმს. თავის ჩანაწერში არტისტი მკითხველს უზიარებს ბათუმთან დაკავშირებულ განცდებს და თუ რას უნდა მოელოდეს გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი: 

ალექსანდრე ფლორენსკი

ნახატები ბათუმის შესახებ 

ჩემმა დიდმა ბაბუამ, ალექსანდრე ივანოვიჩ ფლორონსკიმ მთელი თავისი ცხოვრება საქართველოში გაატარა. იგი პროფესიით იყო ინჟინერი და ძირითადად აშენებდა გზებსა და ხიდებს. შუა 1880-იან წლებში, ის თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ბათუმში, სადაც იგი აშენებდა ბათუმი-ახალციხის გზას, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ვიყენებთ (აჭარისწყალის დასახლებაში ახლაც კი შესაძლებელია მისი აშენებული ფოლადის ხიდის დანახვა, რომელიც მას შემდეგ სასწაულებრივადაა შემონახული). გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ოჯახი გადავიდა თბილისში. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ პავლე ალექსანდრეს ძე ფლორენსკის, ჩემი ბაბუის უფროსი ძმის ბავშვობის მემუარებში. 

2008 წელს, მივიღე გადაწყვეტილება მეცხოვრა სანკტ-პეტერბურგსა და საქართველოს შორის. უკვე ზუსტად 10 წელია რაც ყოველწლიურად რამდენიმე თვის მანძილზე ვცხოვრობ და ვმუშაობ თბილისში. 2016 წელს ბათუმში პატარა ბინა შევიძინე და უკვე სამ ულამაზეს ქალაქში ვცხოვრობ და პერიოდულად ვმოძრაობ მათ შორის.

ბათუმის შესახებ ნახატების ხატვა დავიწყე ჯერ კიდევ 2009 წელს, როდესაც პირველად მოვხვდი აჭარაში მხატვარ უშანგი ხუმანიშვილთან ერთად. 2011 წელს დავგეგმე ხანგრძლივი შემოქმედებითი მოგზაურობა თბილისიდან ბათუმში იქაურ მხატვრებთან: ტუტუ კილაძე და თინათინ ჩხიკვიშვილთან ერთად. მას შემდეგ, ყოველწლიურად ვბრუნდები ბათუმში ფერწერისთვის ახალი სიუჟეტების და საგნების აღმოსაჩენად.

რამდენიმე წლის მანძილზე ყველა ჩემი ნამუშევარი პეტერბურგში გადამქონდა, მაგრამ ოთხი წლის წინ გადავწყვიტე რომ ყველა საქართველოში შექმნილი ნახატი აქვე დამეტოვებინა. ამდენად, ამ გამოფენაში წარმოდგენილია მხოლოდ 2014-2017 წლებში შექმნილი ფერწერული ტილოები.

ჩემი საყვარელი საქმიანობა ბათუმში ნავსადგურის ცხოვრებაზე დაკვირვებაა, კატარღების, გამწევი გემებისა თუ ბორნების, ტანკერებისა და ტვირთავი გემების ქაოსურ მოძრაობაზე დაკვირვება. აქედან გამომდინარე, ჩემი ნახატების უმრავლესობა სწორად ამ „მოცურავე საშუალებებს“ ასახავს, პირსზე მდგარ მეზღვაურს, შუქურას და მის გასწვრივ მსხდომ მეთევზეებს. ასე მგონია ამ ყველაფრის ხატვა უსასრულოდ შემიძლია. //