ლია ბაგრატიონის პერსონალური გამოფენა - "Vice Versa"
5 თებერვალს Dédicace Gallery გიწვევთ ლია ბაგრატიონის პერსონალურ გამოფენაზე "Vice Versa".
„ჩემი უკანასკნელი პერიოდის არტისტული კვლევა დეკონსტრუქციის ექსპერიმენტებს ასახავს სხვადასხვა მედიუმში. ამ გამოფენაზე წარმოდგენილია 7 ექსპერიმენტული ობიექტი, რომელიც დაზგური სურათის დეკონსტრუქციის გზითაა შექმნილი და აჩვენებს ტრანსფორმაციას სურათისა და ჩარჩოს ურთიერთმიმართებაში. სტერეოტიპია ის, რომ ნახატი უნდა იყოს ჩარჩოში და ჩვენ ხშირად გაუაზრებლად მივყვებით ამ სტერეოტიპს. ჩემი ექსპერიმენტის მიზანი სწორედ ამ სტერეოტიპთან შეკამათებაა. ჩარჩოში მოქცეულმა ნახატმა უნდა გახსნას საზღვრები და შეერწყას უსასრულობას.
გამოფენის მთავარი ობიექტი “მონა ლიზა 2014” ამ კონცეფციის გზამკვლევია. დასავლური კულტურის საკრალური ატრიბუტი ლეონარდოს “მონა ლიზა” ჩემს კონცეფციაში ახალ კონტექსტში მოგზაურობს.“
ლია ბაგრატიონი