არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

საოცრებათა ოთახი (Curios)

2017

ბრუკლინში მოღვაწე ებრაელმა არტისტმა ეტი იანივიმ აბრეშუმის მუზეუმის ბიბლიოთეკაში წარმადგინა პროექტი „საოცრებათა ოთახი“ - ადგილ სპეციფიკური ინსტალაცია. თავისი რეზიდენციის დროს არტისტმა გამოიყენა მუზეუმში ნაპოვნი საექსპოზიციო ყუთები სხვადასხვა ქსოვილის, ადგილზე ნაპოვნი ნივთების, ფოტოებისა და მუზეუმში შესრულებული ნახატებისგან შემდგარი ასამბლაჟების შესაქმნელად. ყველა ეს საექსპოზიციო ყუთი ერთაინდება ობიექტებად, რომლებიც აღიქმება როგორც დიორამები, საოცრებათა ოთახი, გრაგნილები, სხვადასხვაგვარი პეიზაჟები. თითოეული მათგანი წარმოადგენს სხვადასხვა ამბავს, რომელიც შეეხება არტისტის მიერ საქართველოს ლანდშაფტების მონახულებას და მის რეაქციას ფაქტურებზე, არქიტექტურასა და ისტორიაზე. დამთვალიერებელს ეძლევა შესაძლებლობა იმოძრაოს საექსპოზიციო ვიტრინებს შორის და ახლოდან აღმოაჩინოს ნამუშევრებში დაფარული მინიშნებები. ეტიზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოში მიმდინარე გარდაქმნებმა - ახალმა სახელმწიფომ უძველესი კულტურითა და ტრადიციებით - თუ როგორ ერწყმის თანამედროვე ყოფა მდიდარ, მრავალშრიან ისტორიას. ვიზუალურად ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს არქიტექტურულ ფორმებზე, ფაქტურებზე, ქსოვილის გამოსახულებებზე, ზოგადად თბილისის ფერადოვნებასა და განსაკუთრებულად მუზეუმის მრავალგვარობაზე. აბრეშუმის მუზეუმში მუშაობისას, არტისტის კვლევები აბრეშუმის წარმოების პროცესის შესახებ ინსპირაციული აღმოჩნდა და ზეგავლენა იქონია მის ნამუშევრებზე, სადაც აბრეშუმის ქსოვილზე ღებვა გაერთიანებული და გარდასახულია ეტის ასამბლაჟებზე მუშაობის პრაქტიკით.

ეტი იანივმა განათლება მიიღო თელ-ავივის უნივერსიტეტში (ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიასა და ინგლისურ ლიტერატურაში), პარსონის დიზაინის სკოლაში (ბაკალავრის ხარისხი სახვით ხელოვნებაში), ნიუ-იორკის SUNY Purchase აკადემიაში (მაგისტრის ხარისხი სახვით ხელოვნებაში). მისი ილუსტრაციული ნამუშევრები გამოქვეყნებულია სხვადასხვა ჟურნალებში: The New York Times, Village Voice, Newsday Magazine, The Nation. ეტი იანივს მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სოლო და ჯგუფურ გამოფენებში. მათ შორის აღსანიშნავია: ხაიფას ხელოვნების მუზეუმი, ისრაელი; ნევარკის ხელოვნების მუზეუმი, NJ; მონმუთის ხელოვნების მუზეუმი, NJ; თორანსის ხელოვნების მუზეუმი, CA; Zero1 ბიენალე სან-ფრანცისკოში, წმ. ალბერტის ხელოვნების გალერეა, ალბერტა, კანადა; დასავლეთ ილინოისის უნივერსიტეტი; Leipziger Baumwollspinnerie, Halle 14, ლაიპციგი, გერმანია; ჯერსის უნივერსიტეტი, NJ; სტოქტონის უნივერსიტეტი, NJ; მონსერატის ხელოვნების კოლეჯი, Ma; პერდიუს უნივერსიტეტი, IN; გარისონის ხელოვნების ცენტრი, NY; მილერსვილის უნივერსიტეტი, PA; UCONN-ის უნივერსიტეტი, სტემფორდი, CT; “ჰელენ დეი“, VT; შინის კულტურის ცენტრი, NYC; Storefront Ten Eyck, ბრუკლინი.