არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

იცოდე არ გელოდები

2016

სოფო ჩერქეზიშვილის ახალი პერსონალური გამოფენა „იცოდე არ გელოდები“. შექმნილ ნამუშევრებში, უკვე ნაცნობ, სავიზიტო მესიჯებს- „თვალები“, „გული“, „ღიმილი“, „შიში“, „გულისცემა“ - განახლებული მხატვრული სახეებით გვაწვდის. თუმცა აქაც, „სოფოსეული“, გამომსახველობით-გრძნობიერი ტექსტების განუმეორებელი სურნელი ტრიალებს: „მე ვიცი, რომ შენზე დიდხანს შემიძლია თავდაყირა დგომა“; „ვიცი, რომ უკვე შემოვხაზე ჩემი ბედნიერება“; ვიცი, რომ ჰაერში დიდხანს არ უნდა გავჩერდე“ „ვიცი და ღიმილი მაინც თან წამოვიღე“; „ვიცი , რომ თუ დამავიწყდა, უკვ ადამიანი ვარ“...

მაქსიმალურად გაშიშვლებული ემოციებით შექმნილი მხატვრული სამყარო, სადაც წარსულის ალუზიები და მომავლის მოლოდინი ერთდროულად თანაარსებობს, განუწყვეტელი ძიებების და, ამავდროულად, „ მუდმივობის“ ნავსაყუდელია. ეს გრძნობათა მთელი სახელმწიფოა; მას თავისი კანონები აქვს, რომელიც მხატვრულ იდეათა მკვეთრი, თვითმყოფადი ფორმულირებით იქმნება. ამ სამყაროში აზრს გრძნობა ასაზრდოებს. აქ შინაგანად განცდილს ყოველგვარი სიყალბის, „ეფექტების“ გარეშე, მაქსიმალური ლაკონურობით გვიყვებიან... ეს ახალი რელობაა,

სოფოსეული“ მკვეთრი მხატვრული საზღვრებით, რომელსაც ერთდროულად შეიგრძნობ და იაზრებ

გამოფენის კურატორი: ნინო გუჯაბიძე

ლიტერატურის მუზეუმი