არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა

2018

თემო ჯავახიშვილი არის თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრის ერთ ერთი დამაარსებელი -მსახიობი, მხატვარი,პოეტი და რეჟისორი. 1976 წლიდან- აქტიურად მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთასორისო გამოფენებში, 1983 წლიდან კი მან აქტიური მუშაობა დაიწყო თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით. თავის შემოქმედებაში ის უარყოფს დადგენილ კლიშეებს და ,,გაკვალული გზით ‘’ სიარულს ერიდება. არტისტი შეგნებულად უთავსებს სხვადასხვა თემატიკის ხელოვნების ნაწარმოებს შესატყვის ქართულ ფორმასა და კონტექსტუალურ სტრატეგიას.

ჯავახიშვილის ორიგინალური ხელოვნება, როგორც შეუსწავლელი ტენდენციების საინტერესო ევოლუციის ნიმუში, მონუმენტურია და, ამავე დროს, თანამედროვე ქართული ავანგარდის უმნიშვნელოვანესი მაგალითია. საინტერესოა, რომ მის ნამუშევრებში გამოყენებულია, როგორც ქართული და უცხოური ანბანები, ისე სხვადასხვა დამწერლობითი ნიშნები და კონცეპტუალური ტექსტები, ასევე მორზეს ანბანის გრაფიკული ნიშნები ,,ინტიმური პოეზიისა’’ და კომუნიკაციისათვის. არტისტის შექმნილი მინიმალისტური, ვიზუალური და კონკრეტული პოეზიის ნიმუშები კი, რომელთა უმეტესობა გამოყენებულია ვიზუალურ მხატვრულ ობიექტებში, ქართული თანამედროვე პოეზიის ერთ ერთ გამორჩეულ ფენომენად ითვლება.

თემო ჯავახიშვილის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია როგორც სახვით ხელოვნებას, თეატრსა და პერფორმანსს, ასევე იგი ქართული ვიდეო არტის ერთ- ერთ ფუძემდებლადაც ითვლება. ამ მიმართულებით, მის შემოქმედებაში გამორჩეულია 1993-1994 წელს შესრულებული ,,აბრეშუმის კაცი’’, რომელიც ქართული ვიდეო არტის კლასიკადაა აღიარებული. ამ ნამუშევრის ფაქტურა და მასში ჩართული ჟღერადობა, კონკრეტული პოეზია და კონცეპტუალური ტექსტები დიდი პროფესიონალიზმით არის შესრულებული და მართლაც ძალიან შთამბეჭდავი და ექსპრესიულია. 

გალერეა ვანდა სიამოვნებით გიწვევთ ამ მეტად საინტერესო არტისტის მორიგ პერსონალურ გამოფენაზე, სადაც მისი ფერწერული ნამუშევრების დათვალიერებას შეძლებთ.

წყარო (ტექსტი, ვიზუალი) - გალერეის Facebook გვერდი.