არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

თბილისის ტრიენალე

2012

2012 წლიდან ტარდება თბილისის ტრიენალე. საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორი არის თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (CCAT). ტრიენალე გულისხმობს სამ წელიწადში ერთხელ დიდი გამოფენების მოწყობას, სადაც მოწვეული არიან საერთაშორისო სცენაზე მოღვაწე ხელოვანები. 

2012 წელის ტრიენალეს ძირითად თემას არაფორმალური სახელოვნებო განათლება წარმოადგენდა. პირველი ტრიენალეს პროგრამა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე გამოფენების, ვორკშოპებისა და სხვა საზოგადოებრივი აქტივობების სერიას აერთიანებდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ არტისტები, კურატორები, შემოქმედებითი კოლექტივები და თეორეტიკოსები მსოფლიოს 14 ქვეყნიდან.

2015 წელს მეორე ტრიენალეს თემა იყო „თვითორგანიზებული სისტემები“. რომლის გარშემო ჩატარებული კვლევები პუბლიკაციის, გამოფენებისა და დისკუსიების სახით გაიცნო აუდიტორიამ.

2018 წელს ჩატარდა მესამე ტრიენალე, რომლის მთავარი თემა იყო ნება.  


თბილისის პირველი ტრიენალე, დიზაინ თბილისი, 2012

თბილისის პირველი ტრიენალე, ტაბულა, 2012

თბილისის მესამე ტრიენალე, ტელე გადაცემა ნაშუადღევს, საზოგადოებრივი მაუწყებელი, 2018