არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ექოები 2 / არტისტერიუმი 8

2015

ჩუბიკა - ექოები 2 / არტისტერიუმი 8

ალ. თვალჭრელიძის ქ. 2, თბილისი, საქართველო

არტისტერიუმის ფარგლებში Project ArtBeat მოძრავ გალერეაში წარმოადგენს ჩუბიკას გამოფენას ექოები 2. არტისტი აგრძელებს მუშაობას სერიაზე ექოები და დამთვალიერებელს აბსტრაქტული ნამუშევრების, ვიზუალური მინიშნებების აღქმის მეშვეობით სთავაზობს მოგზაურობას აზრის ნაკადში. ამ სერიის პირველი ნამუშევრები სათაურით ექოები ნიუ იორკის გალერეა Art in General-ში 2015 წლის სექტემბრიდან არის გამოფენილი, გამოფენის ნახვა დღემდე შეუძლია დამთვალიერებელს.

ექოები 2 მოძრავ გალერეაში ერთი კვირის მანძილზე, 14-22 ნოემბერს იქნება წარმოდგენილი. შემდეგ ნამუშევრები Project ArtBeat-ის ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს.

ნინო ჩუბინიშვილი / ჩუბიკა, (დაიბ.1969) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. აქვს ისეთი მოდის სახლებთან მუშაობის გამოცდილება როგორებიცაა კენზო და პიერ კარდენი. 1990იან წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სცენის და კოსტიუმის დიზაინის მიმართულებით სწავლის დასრულების შემდეგ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა კოსტიუმის დიზაინისთვის. 2005-2006 წლებში სწავლა განაგრძო პარიზში, საფრანგეთის მოდის ინსტიტუტში (Institute Francais de la Mode). ჩუბიკა არის როგორც მოდის სამყაროს ისე თანამედროვე არტ სცენის ნაწილი. 1990-იან წლებში იყო არაფორმალური მულტიმედიური არტისტული ჯგუფის გოსლაბის წევრი.

ჩუბიკას ინსტალაციები და არტ ობიექტები იფინება 1990-იანი წლებიდან. 2015 წელს მისი გამოფენა-ინსტალაცია The Echoes გაიხსნა გალერეაში Art in General, ნიუ იორკი; 2014 წელს არტისტი მონაწილეობდა ავინიონის ცეკვის ფესტივალზე, კოლაბორაცია ჯული ნიოშთან; ამავე წელს მისი ინსტალაცია წარმოდგენილი იყო გამოფენაზე ReMuseum, ეროვნული მუზეუმი, თბილისი; 2013 წელს სოლო პროექტები განახორციელა თბილისის მწერალთა სახლში და არტარეაში. 2008 წელს მისი ნამუშევარი ნაჩვენები იყო არტისტერიუმზე.

პროექტის სპონსორია EAST POINT.

ფოტო: სანდრო სულაბერიძე და გიო სუმბაძე