არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

კუნსტჰალე თბილისი

2018

კუნსტჰალე თბილისი მოძრავი საგამოფენო სივრცეა, რომელიც 2017 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის VAADS-ის დეკანმა ირინა პოპიაშვილმა და თანამედროვე ხელოვნების კონსულტანტმა ლიკა ჭკუასელმა დააარსეს. პროექტი ემსახურება თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციასა და ქართველი არტისტების მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას.

კუნსტჰალე თბილისის მიერ დაგეგმილი გამოფენები ქართულ და საერთაშორისო ხელოვნების ნიმუშებს, თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილას წარმოაჩენს. საგამოფენო სივრცეები და მათი მდებარეობა ნამუშევრების შინაარსის მიხედვით შეირჩევა და გამოფენის ვიზუალური ნაწილი გახდება. საერთაშორისო და ადგილობრივი ხელოვანები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს, თუმცა, ამავდროულად, გაეცნობიან და მოერგებიან საქართველოს დედაქალაქის სწრაფადცვალებად ურბანულ გარემოს.


ინფორმაციის წყარო: kunsthalletbilisi.org