არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

შორის

2017

აბრეშუმის მუზეუმმა წარმოადგინა ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი ხელოვანის ლევან მინდიაშვილის პერსონალურ გამოფენა “…შორის”, რომელშიც პიგმენტირებული თაბაშირის ქანდაკებები და ჟაკარდის მანქანაზე მოქსოვილი ფარდაგები ერთ მთლიან ინსტალაციას ქმნიდა. თავად მასალის არჩევანი და მათი ფიზიკური ბუნება - მყარ ბეტონს მიმსგავსებული მყიფე თაბაშირი თუ კედლად აღმართული რბილი ფარდაგი - იმ კონდიციებს ეხმიანება, რომლებიც მინდიაშვილის პრაქტიკაში ცენტრალურ ადგილს იკავებს: ყველა არსებული პარადიგმების, ცნებების თუ ღირებულებათა სიმყიფე და დღევანდელი სამყაროს გარდამავალი მდგომარეობა “ძველიდან” ჯერ კიდევ გაურკვეველ აწმყოში.

ლევან მინდიაშვილმა მიიღო განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და ბუენოს აირესის ხელოვნების ნაციონალურ უნივერსიტეტში. მის ჯილდოებს შორის აღსანიშნავია “გრანტი საჯარო ხელოვნებისთვის” National Endowments for Arts, 2014, ნიუ იორკი და “ახალგაზრდა ხელოვანი” Movistar Arte Jóven 2011, ბუენოს აირესი. მისი ბოლო ჯგუფურ გამოფენებს შორის აღსანიშავია გამოფენები თბილისის ისტორიის მუზუემი, ლიტერატურის მუზეუმი, არსენალე, კიევი (უკრაინა), ტარტუს ხელოვნების მუზეუმი (ესტონეთი), კლემენტე სოტო ველესის ცენტრი (ნიუ იორკი), The Lodge Gallery (ნიუ იორკი). აღნიშნული გამოფენა ხორციელდება პროექტის “პიქსელის თაობა-საზაფხულო სკოლა” ფარგლებში თბილისის მერიის მხარდაჭერით.