დანართი
დანართი არარეგულარული და დამოუკიდებელი, ინტერდისციპლინარული გამოცემაა. მისი ყოველი ნომერი ერთი თემის გარშემო იკვრება და მოიცავს სხვადასხვა ჰუმანიტარული თუ ზუსტი მეცნიერების ნაშროემბს. დანართის ნომრებზე ძირითადად მოწვეული ავტორები მუშაობენ, თუმცა ხანდახან ხელახლა იბეჭდება კლასიკური ნაშრომები და მათი თარგმანები. დანართის ყოველ ნომერს, მოჰყვება მოწვეული მხატვრის სპეციალურად ნომრისთვის შექმნილი ნამუშევარი ან ნამუშევარის ბეჭდური ვერსია.
დანართი ორენოვანია.
დანართის ორიგინალი ვერსია თან ერთვოდა რედაქტორების მიერ გამართულ გამოფენას და წარმოადგენდა მის ტექსტუალურ გამოხმაურებას. აქედან მოდის მისი სახელიც და მთავარი კონცეფცია. მას შემდეგ დანართი არა იმდენად კონკრეტულ პროექტს ერთვის თან, არამედ ზოგადად კონკრეტული დროისა და სივრცისთვის აქტუალურ თემას.
დანართი 2011 წელს დაარსეს ელენე აბაშიძემ, ანა ჩორგოლაშვილმა და ნატუტა ბაგრატიონმა. 2015 წლიდან დანართის სარედაქციო ჯგუფის წევრია ირინე ჯორჯაძე.
2016 წლის ნოემბერს დანართის ონლაინ ვერსია ჩაეშვა და ის იარსებებს როგორც ონლაინ, ისე ბეჭდური სახით.