სერ სერპას - სასტუმრო სახლი
„სასტუმრო სახლი“ ხელგაშლილობის და გადაჭარბებების არქიტექტურაა – თან სადა და უბრალო, თან – არაორდინარული. „სასტუმრო სახლში“ შესული ლექსები შეგვიძლია თავისუფლად მივიჩნიოთ უწყვეტ წყაროდ ან ნაკადად, ან სავარჯიშოდ (ან მინიმუმ დავუკავშიროთ მათ). სერი არ კითხულობს წიგნებს და არ ჰყავს საყვარელი პოეტები. ამას ისე ხშირად იმეორებს, რომ მის მრავალთაგან ერთ-ერთ მანტრად გადაიქცა. ამის შედეგად რაღაც ავტომატური, დაუცხრომელი, უხეში და სასტიკი წარმოიქმნება, მაგრამ ეს ყველაფერი როდია. ნაბახუსევის მდგომარეობა ერთგვარი ხერხი, საშუალებაა – ისევე, როგორც ის, რაც მას წინ უძღვის. აქ ნახავთ სხვადასხვა სახის, ფერის და აღწერილობის აბებს, ბოლო დროს ეს გამაბრუებელი აბების / სუნამოს აბების / წითელი აბების კოქტეილია. ყოველივე ამაში ძნელი შესამჩნევი არ არის შემაძრწუნებელი სიცხადე. ეთერულობის აკვიატება, რომელიც სამართებელივით კვეთს კვამლს. აშკარაა, რომ სიცხადის გაბუნდოვანება მიღებულ სიამოვნებას ამძაფრებს.
ამ წიგნის ორეული არის წიგნი „სასტუმრო სახლის“ გამოფენა, რომლის გამართვაც 2021 წლის 13 თებერვალს, პლეხანოვზე, გალერეა ელ ცე კვაისარში (საქართველო, თბილისი) არის დაგეგმილი. იმედია, თარიღი არ შეიცვლება. ძირითადი საგამოფენო სივრცე მდებარეობს წინამძღვრიშვილის 49-ში, მეორე სართულზე. ქუჩის დონიდან აქ მოსახვედრად ჯერ ხვეულ კიბეს უნდა აუყვეთ. ქუჩიდან გალერეის ინტერიერში შესვლისას დაინახავთ ფინალურ ლექსს „პალიტრის საწმენდი“ (2020). ტექსტი ახალი წლის ღამეს დაიწერა და შემდეგ ხელახლა დაიწერა უკუღმა, ახალი წლის პირველ დღეს. ასე რომ, ამ ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია წაღმა-უკუღმა. ამ ბოლო ლექსს ავტორი სხეულს ადარებს. ამბობს, რომ ის ბრიჯით უილსონის სხეულივითაა მელისა მარგარეთ მარის როლში ფილმიდან „სახლი აჩრდილთა მთაზე“ (1999); სხეულივითაა, რომელიც აუხსნელი ძალით დაიშალა და არქიტექტურის ნიმუშად იქცა, რაზეც ფილმში შენობაზე შეფრქვეული ალუბლისფერი სისხლის სპირალისებური აღმავალი ლაქა მიუთითებს.
ძირითად საგამოფენო სივრცეში ენობრივ პრაქტიკასთან დაკავშირებული ახალი, მელნითა და აკვარელით შესრულებული ნამუშევრების სერია გვხვდება, სახელწოდებით სახელწოდებით „ელისის (ენობრივი) პრაქტიკა“, რომელთაგან ზოგი ოქროსფერ ჩარჩოებსა და მინაშია ჩასმული, ზოგი კი პირდაპირ კედლისბათქაშზეა მიკრული. აქ ხელოვანის ხელწერით გრძნობთ, რომ ის „პალიტრის საწმენდის“ ავტორიცაა, ოღონდ აქ სიტყვები, ძირითადად, ამოუცნობი რჩება. მაშინაც კი, როცა სიტყვები მშრალია, მაინც სველი გეჩვენებათ და ენა თანდათან ლღვება, დნება და მკრთალდება. სიტყვების ბუნდოვანება მათ არა ლექსებად აქცევს. იგრძნობა ერთგვარი ფერთა კავშირი, ოღონდ ის უფრო მელანქოლიური და ირაციონალურია, ვიდრე დეკორატიული. ღრმად, ინტერიერის ინტერიერში წარმოვიდგენ ნაბახუსევს, თრობის მესამე დღეს, რომელსაც ახალი, შუშისთვალება „ემოჯიების“ მწკრივი მოსდეევს. ამ ნამუშევრების პალიტრა – იოდის, ღვინის, მელნისებური შავისა და დაწინწკლული ბადრიჯნის ფერები – იმ დროის ამსახველია, როცა ამ სინოტივის ხანა ვერ ამჩნევდა, როგორ გარდაუვლად სძლევდა მას სიმშრალე; ჩვენი ელექტრონული აწმყო, რაღაც აუხსნელი სასწაულით, დროებით გაითიშა.
- ნენსი ლუპო
თბილისი, 2021 წლის იანვარი
გალერეა: "ელ სი კვაისარი"