"Past, Perfect, Continuous"
Past Perfect Continuous at 2nd Tbilisi Triennial
რიგით მეორე ტრიენალეს ფარგლებში ახალი კოლექტივი საკუთარ ნამუშევარს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბოლო სართულზე წარადგენს. 12 სამუშაო მაგიდისაგან შემდგარი ინსტალაცია კოლექტივის ერთ წლიან მიღწევებსა და პრობლემებს ასახავს. თითოეული მაგიდა, კოლექტივის განვლილი წლის შედეგებზე დაფუძნებულ, მომავალზე ორიენტირებულ, ჯგუფის წევრთა ინდივიდუალურ ხედვას წარმოადგენს.
ახალი კოლექტივი 12 ქალი არტისტის გაერთიანებაა, რომელიც თბილისში 2014 წლის სექტემებრში ჩამოყალიბდა. კოლექტივის მიზანია ხელოვნება გახდეს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი და მისაღები, რისთვისაც მუშაობა დაარსების დღიდან დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. “ახალი კოლექტივი” ბოლო წლის განმავლობაში, სამ გამოფენაში მონაწილეობდა: თბილისში, გარიყულასა და წყალტუბოში.ტრიენალეს შემდეგ დაგეგმილია გამოფენა გდანსკში, პოლონეთში.
ახალი კოლექტივის წევრები: ანა ჩადუნელი, თამარ ჩადუნელი, ელენე გაბრიჩიძე, თამარა გობრონიძე, მინა ჰენრიკსონი, ანა ჯიქია, გვანცა ჯიშკარიანი, ნატა ყიფიანი, ანა მარტიაშვილი, თამარ მჭედლიშვილი, ხატია ჭოხონელიძე, ვალერია ტვარდოვსკაია.