არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან

2018

Project ArtBeat და თბილისის ფოტო ფესტივალი წარმოგიდგენთ ქართველი თანამედროვე ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან. გამოფენაზე XX საუკუნის დასაწყისიდან XXI საუკუნის 10-იან წლებამდე შექმნილი ორმოცამდე ფოტონამუშევარია წარმოდგენილი.

კურატორებმა, ნესტან ნიჟარაძემ, გურამ წიბახაშვილმა და ნათია ბუკიამ თბილისის ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში გამართული უფრო ვრცელი ექსპოზიციიდან ,,რეალობაში და მის მიღმა“ თერთმეტი არტისტი შეარჩიეს. სხვადასხვა თაობის ფოტოგრაფების ნამუშევრების რეტროსპექტივა ქართული ფოტოგრაფიის მდიდარი და კომპლექსური ისტორიის ფრაგმენტებს ასახავს.

გამოფენაზე ისეთი იშვიათი ნამუშევრებია წარმოდგენილი, როგორებიცაა, გიგო გაბაშვილის მეოცე საუკუნის დასაწყისის ფოტოსერია, რომელიც მხოლოდ XXI საუკუნის 10-იან წლებში იქნა აღმოჩენილი. ასევე, რეზო კეზელის 50-60-იანი წლების ფოტოები, რომელთა იდენტიფიცირება კურატორმა გურამ წიბახაშვილმა უცნობი ავტორის ფირების ნახვიდან 10 წლის შემდეგ, 2000-იან წლებში მოახერხა.

გიგო გაბაშვილი, შალვა ალხანაიძე, რეზო კეზელი, გურამ თიკანაძე, ბორის შავერდიანი, გურამ წიბახაშვილი, ნათელა გრიგალაშვილი, ბესო უზნაძე, ნატა სოფრომაძე, დავით მესხი, რიტა ხაჩატურიანი.