არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ისე როგორც არის - გიორგი ჩხეიძე

2017

ერთი გალერეამ წარმოადგინა გიორგი ჩხეიძის სოლო გამოფენა ‘As it is’ / ‘ისე, როგორც არის’ არტარეას საგამოფენო სივრცეში, თბილისში.

გამოფენაზე  წარმოდგენილი იყო ფერწერული,გრაფიკული ნამუშევრები და ინსტალაცია. ნამუშევრები კონკრეტულად არაფერს ასახავს, ისინი სპონტანური მხატვრული ექსპერიმენტებია და ამავე დროს იმ მარტივ და რთულ ბუნებრივ ფორმებს უკავშირდება, რომლებსაც ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალით, მიკროსკოპის ან ტელესკოპის მიღმა შეიძლება დავაკვირდეთ. ჩხეიძე, მისი მიგნებული  ხატვის ტექნიკით ტილოზე, ქაღალდზე საღებავების შესხურებით უჩვეულო ზედაპირებს ქმნის. სურათებს მხატვრის ხელის შეხება თითქოს არც ეტყობა. მაგრამ კომპოზიციები ქაოსს ემიჯნება, მცირე ნაწილაკებით და განმეორებადი ფორმებით მიკრო სამყაროები იქმნება.