მერაბ გუგუნაშვილი - Heavy Armour
მერაბ გუგუნაშვილის პირველი სოლო გამოფენა "Heavy Armour," გალერეა 4710-ში.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ერთი თემის გარშემოა შექმნილი. პირადი და საერთო გამოცდილების გადააზრებით, ხელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საზოგადოების მიერ მითითებულ წესებსა და ნორმატივებს თუ რას ნიშნავს იყო ‘კაცი’.
გამოფენა იმ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებზე საუბრობს, რომლებსაც სოციუმი ადამიანებს გენდერული ნიშნის მიხედვით აკისრებს.
ასე სასურველი ‘კაცურობა’ საზოგადოებისგან ნაკარნახევ უამრავ მყარ ‘უნდა’-ზეა აგებული და დროთა განმავლობაში, სწორედ ეს ძირითადი საყრდენები გადაიქცევა ხოლმე მთლიანობის ყველაზე მყიფე და მსხვრევად ნაწილებად.
მერაბ გუგუნაშვილი(1990) ქართველი ხელოვანია, რომელსაც საზოგადოება ძირითადად კერამიკული ნამუშევრებით იცნობს. გამოფენაზე ნაჩვენები იქნება სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც ბოლო წლის განმავლობაში, სპეციალურად მისი სოლო შოუსთვის შეიქმნა.