არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

მეხუთე ოთახი

2017

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში ნინო ჩუბინიშვილის (ჩუბიკას) პერსონალური გამოფენა სახელწოდებით “მე-5 ოთახი” გაიმართა. “მე-5 ოთახი” 2017 წლის საქართველოს კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროს კონკურსის - “თბილისსა და რეგიონებში გამოფენების ხელშეწყობა” - ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია.

ექსპოზიცია სპეციალურად მოზადდა აბერეშუმის მუზეუმის სივრცესთან კავშირში, სადაც წამოდგენილია ავტორის მიერ სხვადასხვა მედიაში შესრულებული ახალი ნამუშევრები. ექსპოზიციით ავტორი მოგვითხრობს გარდასახვისა და ტრანსფორმაციის პროცესს ყოფითიდან წარმოსახვით რეალობამდე. სწორედ ამპროცესს აღწერს მხატვრის მიერ სკულპტურებით, ბგერით, ინტალაციითა და პროექციით წარმოდგენილი ექსპოზიცია. ეს არის მოგზაურეობა ცნოებიერების სხვადასხვა შრეებში. ქართველი მხატვარი და დიზაინერი, ნინო ჩუბინიშვილი (ჩუბიკა) დაბადა 1969 წელს. ნინო ჩუბინიშვილის ნამუშევრები ქართული თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. ავტორის შემოქმედების სპეციფიკა და მისი ხელწერა დიდწილად განაპირობა მისმა ადრეულმა ნამუშევრებმა მოდისა და თეატრალური მხატვრობის სფეროში. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო არაეთ საერთაშორისო და ადგლობრივ გამოფენაზე.

კურატორი - გიორგი სპანდერაშვილი