Aeolus (სკულპტურა, როგორც ღონისძიება)
ბათუმი ფოტოდღეების ფარგლებში, 31 აგვისტოს, 18:00 საათზე გაიხსნება Koka Ramishvili-ს გამოფენა სახელწოდებით AEOLUS (Sculpture as an Event). გელოდებით ყველას ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში! Odesa// Batumi Photo Days Festival-ის თანაორგანიზატორობით //
AEOLUS
Sculpture as an Event
ჩემი შავ-თეთრი ფოტო-ნამუშევრები Aeolus (Sculpture as an Event) წარმოგვიდგენს სინათლის ფენომენს გაყინული ქანდაკების სახით. ქანდაკება-ნახატები სერიიდან „დაკარგული პეიზაჟები“, რომელიც პეიზაჟურ მხატვრობაზე ჩემი ამჟამინდელი კვლევის საგანია, გვიჩვენებს სინათლეს, როგორც ფერს სამგანზომილებიან ქანდაკებაში.
კოკა რამიშვილი (1956, თბილისი, საქართველო) ცხოვრობს და მუშაობს ჟენევაში. 2009 წელს ვენეციის ბიენალეში მონაწილეობის შედეგად, ჟიურის და ფართო საზოგადოების დიდი ყურადღება დაიმსახურა. მისი ნამუშევრები ვრცლად წარადგინეს, ისეთმა დაწესებულებებმა, როგორებიცაა MAMCO ჟენევაში (2004) და MHKA ანტვერპენში (2014).
მხარდამჭერები :
საქართველოს ეროვნული მუზუემი, თანამედროვე ხელოვნების გალერეის პროექტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განთლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, თანამედროვე ხელოვნების სივრცე და შემოქმედებითი საქართველო.