პერესტროიკიდან დღემდე
ლუკა ლასარეიშვილისა და ზურაბ არაბიძის გამოფენა-აქცია
კურატორი: ხათუნა ხაბულიანი
1985 წელს პერესტროიკა ოფიციალურად დაიწყო და ის მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენად იქცა; მედიამ დაიწყო საუბარი „ბოროტების იმპერიის“ დასასრულის დასაწყისზე, „რკინის ფარდის“ გაქრობაზე, ბერლინის კედლის ნგრევაზე. გამოჩნდა ახალი მითები, პერსონაჟები, როკ-მოძრაობა თავისი ცნობილი სლოგანით „ჩვენ ველოდებით ცვლილებებს!“ ცვლილებებს ყველა ელოდა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, თუმცა იმპერიის დაშლის პროცესი იმაზე მეტად რთული და მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე მოლოდინებითა და პროგნოზებით ივარაუდებოდა. დაიწყო ფრუსტრაციების სერია, კედლის ნგრევის სიმბოლური აქტი არ ნიშნავდა თვისუფლების ველში გადასვლას, იქ ახალი წინააღმდეგობა ჩნდებოდა.
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
თბილისი, ათონელის ქ.#9.