დედიკას გალერეა
DÉDICACE GALLERY-ის მთავარი მიზანია თანამედროვე ქართული მხატვრობის გამორჩეული და საუკეთესო წარმომადგენლების ნამუშევრების წარდგენა, მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში, თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების პოპულარიზაცია დედაქალაქში, საქართველოს რეგიონებში და მის ფარგლებს გარეთ.
შპს DÉDICACE-ს მრავალწლიანი გამოცდილება მოიცავს 1989 წლიდან დაწყებულ აქტივობებს, რომელიც მოგვიანებით გამოკვეთილი სტილისა და ხედვის მქონე საგალერეო საქმიანობად გადაიქცა. გალერეამ თავისი არსებობის პერიოდში მრავალი სოლო და ჯგუფური გამოფენა გამართა როგორც საკუთარ სივრცეში, ასევე განსხვავებული ფუნქციისა და შინაარსის ლოკაციებში, გამომდინარე თითოეული პროექტის იდეიდან. გალერეამ წარადგინა თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები ვილნიუსის სამიტის ფარგლებში მოწყობილ გამოფენაზე, საერთაშორისო არტ ფეარებზე, მიიღო მონაწილეობა კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ არაერთ კონკურსში.
DÉDICACE GALLERY-ის (დედიკას გალერეის) სტრუქტურა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს:
1. საგალერეო საქმიანობა - გამოფენების მოწყობა, ახალგაზრდა და უკვე გამოცდილი მხატვრების წარდგენა - პოპულარიზაცია.
2. საგანმანათლებლო-ინფორმაციული კაბინეტი - DÉDICACE GALLERY -ის ოფისი მსურველებს (ქალაქის სტუმრებს, მოსწავლეებსა და სხვა დაინტერესებულ აუდიტორიას) სთავაზობს ლექციებს თანამედროვე ქართული ხელოვნებისა და მისი წარმომადგენლების შესახებ.
3. დიზაინის რიგი - ხარისხით გამორჩეული არტ პროდუქციის მაღაზია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც სურს საკუთარი ინტერიერი/ექსტერიერი ხელოვნების ნიმუშებით გაამდიდროს - იქნება ეს ფერწერული ან შერეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი, სკულპტურული კომპოზცია, ობიექტი, ფოტოგრაფია, პრინტი თუ სხვა. დიზაინის რიგი ასევე მოაწყობს დროებით გამოფენებს სხვასხვა ღონისძიებებისა და წვეულებების ფარგლებში.
DÉDICACE GALLERY -ის განახლებული მასშტაბი და ფუნქციური განვითარება ასახავს მიმდინარე მოვლენების ტემპს და მზადყოფნას მომავლის გამოწვევებზე.
დამფუძნებელი: დედიკა ბულია