ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მესამე საერთაშორისო ფესტივალი Fest i Nova 2011- "და რაა, რო"
Fest I Nova აქტიურად ვითარდებოდა მომდევნო წლებშიც. 2011 წელს გარკვეულწილად სიმბოლური და მეტაფორული სათაურით „და რაა,რო“ წარმოდგენილი იქნა საკმაოდ საინტერესო კონცეფტუალური ნამუშევრები სხვადასხვა თემებსა და პირად დამოკიდებულებებზე.
ზურა არაბიძის, გიორგი ბიგვავას, ზვიად სურგულაძის ჯგუფური პროექტი - გაუთვალისწინებელი ინ-ტელევიზაციის გაჩერებით გამოწვეული „ფსევდო ინტელიგენციის“ ტრეპანაცია, ლუკა არაბიძის პერსონალური ნამუშევრები თემაზე „ჩემი ფიქრები მილიონჯერ აღემატება სინათლის სიჩქარეს“,ლუკა არაბიძის ვიდეონსტალაცია „პერსონალური პარადიგმა“ და ა.შ.