არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

Connections

2016

გამოფენის „Connections ” განხორციელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად საინტერესო ექსპერიმენტი გახდა. სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის IV კურსის (.ხელმძღვანელი: თინა ცხადაძე) და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულების , პლაკატის დიზაინის სახელოსნოს სტუდენტების (ხელმძღვანელი თამაზ ვარვარიძე) განსაკუთრებული მოტივაცია- ფერწერისა და პლაკატის ერთ მნიშვნელოვან სააზროვნო ნიშნულის ძიება იქცა.

კრეატიული პროცესების წარმოჩენა, ქმედითი აზროვნების დეკლარირება კი საგამოფენო კონცეფციის მთავარ პრინციპად იქნა აღებული.

სტუდენტთა კონკრეტული ჯგუფის მიერ: გიორგი ლაბაური, ლიკა ყოინაშვილი, თამთა ჯახუა, დათა ნარგიზიშვილი, თამთა დოლიძე, გაიოზ ჯინჭარაძე, ცისა შეყილაძე, ნათია გოგუაძე, ნინო ესაიაშვილი, ელენე მეგრელიშვილი, რუსუდან წიქარიშვილი, გიორგი ყაველაშვილი, მარიამ ჭელიძე, ნინო ხვინგია წარმოდგენილი ნამუშევრები შემოქმედებითი ძიების, ინდივიდუალური თავისებურების ჩამოყალიბების და საკუთარი თავის, როგორც შემოქმედის პოვნის პროცესს ასახავს. ”Connections ”როგორც ჩვენი სამყაროს პირობითი არქიტექტურა - გამოფენის ძირითადი კონცეფციად და სააზროვნო რეპლიკად მოიაზრება სადაც თითოეული სტუდენტის მიერ შექმნილი ნამუშევარი პირადი შემოქმედებითი ” ბჯენის ” ძიებად აღიქმება.

სწორედ მსაგავსი საგამოფენო აქტივობები ხილულს ხდის ახალგაზრდა მხატვრების და მათი პედაგოგების შესაძლებლობებისა და შემოქმედებითი დიაპაზონის წარმოჩენისა და შეფასების საშუალებას.

კურატორი: ნინო გუჯაბიძე