ბაზარი: ჯგუფი ბულიონი
ბაზარი: ჯგუფი ბულიონი / Project ArtBeat-ის მოძრავ გალერეაში, თბილისის მე-2 ტრიენალეს ფარგლებში
კოსტავას ქ. #75, თბილისი, საქართველო
ოფიციალური მონაცემებით საქართველოში წარმოებული საკვები პროდუქციის მხოლოდ 40% გადის ლაბორატორიულ შემოწმებას. ოფიციალური მონაცემებითვე საქართველოში, კერძოდ კაზრეთში გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წელს ნიადაგზე და წყალზე (მდ.მაშავერა) ჩატარდა კვლევები. ანალიზებში ჩანს ,რომ მძიმე მეტალებისა და რკინის რაოდენობა აღემატება დასაშვებ ზღვარს, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ , რომ დაბინძურებულ ნიადაგში მოწეული საკვები პროდუქტი , რომელიც ირწყვება დაბინძურებული წყლით უარყოფითდ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე , იგივე შეიძლება ითქვას მეცხოველეობის პროდუქციაზე. თბილისის ბაზრის საკმაოდ დიდი პროცენტი ბოლნისის რეგიონში მოყვანილი პროდუქტებით მარაგდება და შეადგენს ჩვენს ძირითად საკვებ რაციონს. ტრიენალეს ფარგლებში წარმოდგენილი ნამუშევრით ჩვენ გვსურს საქართველოში ეკოლოგიურ პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და ამ თემაზე მსჯელობის დაწყება.
ჯგუფი ბულიონი
ფოტო: სანდრო სულაბერიძე