არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

თანამედროვე ხატწერის გამოფენა

2017

პატარა მთის სოფელში, ნოვიცაში, უკვე წლებია, ტარდება ღონისძიებები, რომელთა მიზანიც პოგრანიჩიას რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენაა. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ იქცა ეს ადგილი დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპელი ხელოვანების შეხვედრისა და დიალოგის მნიშვნელოვან პუნქტად. 

ნოვიცაში დღემდეა შემორჩენილი ძველებური ეკლესიები, ამ ადგილისთვის დამახასიათებელი პატარა ხის სახლები, ხიჟები და გზის გასწვრივ მიმოფანტული ჯვრები. სწორედ გზისპირას განლაგებული ჯვრების რეკონსტრუქციიდან დაიწყო გრეკო-კათოლიკური ახალგაზრდების ძმობისა და ნოვიცას მეგობართა ერთობის თანამშრომლობა. XXI საუკუნის დასაწყისში გადაწყვიტეს, რომ ღირდა ერთობლივად ემუშავათ ნოვიცის ძველი მაცხოვრებლების დღეს უკვე შერყეული რწმენის სიმბოლოს რეკონსტრუქციაზე. ერთად განხორცილებულმა პროექტებმა ბიძგი მისცა ეფიქრათ თანამშრომლობის ახალ ფორმებზე. ხატმწერთა საერთაშორისო სემინარის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაიცნეს მხატვრები, რომელებიც საეკლესიო მხატვრობის ტრადიციას აგრძელებენ პოლონეთში, ასევე ლვოველი მხატვრები - ლვოვის ეროვნული სამხატვრო აკადემიის საკრალური ხელოვნების კათედრის კურსდამთავრებულები. 

ხატმწერები ყოველდღიურად განმარტოებულნი მუშაობენ. როდესაც მათ შეთავაზეს პლენერში მონაწილეობა, პირველი რაც იყო, გაიკვირვეს: მანამდეც მიეღოთ მონაწილეობა პლენერებში, მაგრამ ამგვარში – არასდროს. პლენერში პასტორის მონაწილეობასაც იყო დაგეგმილი. თუმცა, არ ყოფილა იმის ჩანაფიქრი, რომ ამ პლენერის ცხოვრების რიტმი მონასტრის ცხოვრების რიტმს დამსგავსებოდა: დილის მსახურება, საუზმე, ერთობლივი მუშაობა, ვახშამი, საღამოს მსახურება. ეს თავისთავად მოხდა, ნოვიცის პლენერების პროგრამა კი გამდიდრდა ხელოვნების ისტორიკოსების და თეორეტიკოსების, კულტუროლოგების, რესტავრატორების, არქიტექტორების მონაწილეობით. როცა ნოვიცაში მორიგი პლენერი მზადებოდა, ეცადნენ შეექმნათ სივრცე იმ მხატვრებისთვის, რომლებიც შთაგონებას საეკლესიო მხატვრობის ტრადიციიდან იღებენ. ეს ერთია იმ მცირე შესაძლებლობებს შორის, რომელიც ღირებული დიალოგისთვის ეძლევათ სხვადასხვა სკოლების წარმომადგენელ მხატვრებს, რომელებიც ეძიებენ ახალ, თანამედროვე საშუალებებს წმინდა წერილის ჩვენთვის გადმოსაცემად. 

ნოვიცის მეგობართა ერთობა 

დაარსდა 2000 წელს, 2001-2004 წლებში „ერთობის“ ბაზაზე არსებობდა კერძო სკოლა, რომელთანაც ერთად გაიხსნა სოფლის კლუბი, ბიბლიოთეკა და კომპიუტერული კლასი. ამჟამად ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ხდება მონაწილეობა რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების და განვითარების ღონისძიებებში. საზოგადობა „მაგურიჩთან“ ერთად ცდილობენ ნგრევის საშიშროების წინაშე მდგომი მცირე არქიტექტურის ნიმუშების გადარჩენას, ხოლო 2006 წლიდან ხორციელდება პროექტი „ქვის ომები“, რომლის მიზანიცაა მაგური მალასტოვსკის მასივში განთავსებული # 58 და 59 სამხედრო სასაფლაოების რეკონსტრუქცია. ასევე „SAREPTA გრეკო-კათოლიკური ახალგაზრდობის ძმობასთან“ ერთად 2008 წლიდან ტარდება ფესტივალი „INNOWICA-ს თეატრალური შეხვედრები“, ხოლო 2009 წლიდან ხატმწერთა საერთაშორისო სემინარი. ნამუშევრები, რომელებიც ნოვიცაში იქმნება, შემდგომ იფინება პოლონეთში, უკრაინასა და ბელარუსში. ამას გარდა, 2009 წლიდან, ლვოველ მხატვრების გაერთიანებასთან ერთად „ძიგა“ დაიწყეს ფესტივალის, JazzBez-ის ორგანიზება, რომელიც დეკემბერში იმართება. ისინი სრულიად გახსნილნი არიან კულტურულ, სამხატვრო და შემოქმედებით გაერთიანებებთან თანამშრომლობისთვის. 

ძმობა „SAREPTA“

გაერთიანება „SAREPTA გრეკო-კათოლიკური ახალგაზრდობის ძმობა“ უკვე ოცდახუთ წელზე მეტია, არსებობს. ეს პოლონეთის გრეკო-კათოლიკური ეკლესიის პირველი საზოგადოებრივი ინიციატივაა. მისი მფარველია წინასწარმეტყველი ილია, რომელიც ზრუნავს საბრალო ქვრივსა და მის შვილზე სიდონიის სარეპტაში. ახლა „ძმობას“ ორი ბაზა აქვს, კამანჩაში და ნოვიცაში, სადაც ტარდება საზაფხულო და ზამთრის ბანაკები ბავშვებისთვის, ახალგაზრდობისთვის, სტუდენტებისთვის და ოჯახებისთვის. ორკვირიანი შეხვედრებისას ისინი ეძიებენ ღმერთს, ცდილობენ გაუგონ მეორე ადამიანს, რადგანაც მასში თანამოძმეს ხედავენ, უმზერენ ლემკოვშინის სილამაზეს და სწავლობენ ეკლესიის ტრადიციებს. 

ლვოვის ეროვნული სამხატვრო აკადემიის საკრალური ხელოვნების კათედრა

დაარსდა 1995 წელს. დამფუძნებლებს - მხატვრებს, ისტორიკოსებს, ხელოვნების თეორეტიკოსებს და ღვთისმეტყველებს (მათ შორის: რ. ვასილიკს, მიკოლაი ბიდნიაკს, კარლო ზვირილსკის, ვ. ოვსეიჩუკს, მამა ლ. პუშკაჟს, ვ. პატრიკს) სურდათ უკრაინული ხატწერის აღორძინების და პოპულარიზაციის ცენტრის შექმნა. დღეს კათედრაზე სწავლობენ სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე და სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წევრი სტუდენტები როგორც უკრაინიდან, ისე უცხოეთიდან (სლოვაკია, ბრაზილია, საფრანგეთი). აქ ასწავლიან მსოფლიოში ცნობილი მხატვრები, სწავლულები და ღვთისმეტყველები. ხუთწლიანი სწავლების მანძილზე სტუდენტები შეისწავლიან ტრადიციულ ხატწერას, ფრესკის, მოზაიკის და ვიტრაჟის ტექნიკას. კათედრის თანამშრომელების და კურსდამთავრებულების შექმნილია არაერთი ინტერიერი, მათ შორის პერმენშალის (პოლონეთი) მონასტრის ეკლესია, ეკლესია ნანტში (საფრანგეთი), ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მოხატულობა ლვოვში, და ასევე, ლვოვში სულიწმინდის სახელობის ეკლესიის იკონოსტასი. 

გამოფენაზე წარმოგენილნი იქნებიან მხატვრები პოლონეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან და საქართველოდან: ბოგუსლავ ანდრესი, არსენ ბერეზა, სოფია ბილიკი, დმიტრო გორდისტა, მალგოჟატა დავიდიუკი, ივანკა დემჩუკი, ალექსეი დოვნარი, ვიკტორ დოვნარი, სოფია დოროჩენკო, მონიკა ერომინეკი, რომან ვასილიკი, ანდრეი ვინოჩოკი, სვატოსლავ ვლადიკა, იოანა ზაბლაგო, რომან ზილინკო, კატაჟინა იაკობოვსკა, ლიუბოვ იაცკივი, მარია ივანიუტა, გოჩა კაკაბაძე, ანა კოპეც-გიბასი, ივანკა კრიპიატკევიჩ-დიმიდი, გრეტა ლესკო, ოსტაპ ლოზინსკი, ანა მაკატი, კონსტანტინ მარკოვიჩი, დანილო მოვჩანი, ვიკტორია მოვჩი, ულიანა ნივჩუკ-ბარისიაკი, ვოლოდომირ ოვესჩუკი, ორესტ რაბიკი, სერგეი სავჩენკო, ვასილ სივაკი, ულიანა ტომკევიჩი, დავით ხიდაშელი.