საქართველოს პავილიონი ვენეციის 57-ე ბიენალეზე
ვაჟიკო ჩაჩხიანის ნამუშევარი "ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში" არსენალეს შენობაში, საქართველოს პავილიონში იყო წარმოდგენილი. საქართველოს სოფლებისთვის ტიპიური ხის ოდა სახლი მთლიანად პირველადი სახით იყო აწყობილი პავილიონის ინტერიერში. სახლში როგორც ექსტერიერი, ისე შიდა სივრცე ისევე იყო მოწყობილი, როგორც ჩვეულებრივ არის ხოლმე სოფლებში ავეჯით, სურათებითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით. შიდა სივრცეში იმგვარად იყო წყლის სისტემა აწყობილი, რომ იქმნებოდა მუდმივი წვიმის სიმულაცია ბიენალეს მსვლელობის მთელი ექვისი თვის განმავლობაში. გარე და შიდა სივრცეების მიმართება თითქოს შეცვლილი იყო. დამთვალიერებლებს საშუალება ეძლეოდათ ყვითელი შუქით განათებული ინტერიერში მუდმივი წვიმის შედეგად სახლის ნელი თითგანადგურების პროცესი დაენახათ. ინსტალაციამ ექვსი თვის განმავლობაში ცოცხალი პროცესების შედეგად შექმნა მისი უნიკალური ამბავი, ინტერიერის ფაქიზი, ნელი სახეცვლის დრამატურგია. ინტერიერის საპირისპიროდ, სახლის გარე სახე შეუცვლელი დარჩა მთელი ამ ხნის განმავლობაში, როგორც ტრავმატული გამოცდილება ადამიანის შინაგან სამყაროს ცვლის და გარე სახე რჩება უცვლელი.
საქართველოს პავილიონს 2017 წელს კურირებდა იულიენ ჰეინენი.
პროექტს ორგანიზება გაუწია თანამედროვე ხელოვნების პლათფორმამ "ობსკურა".
57-ე ბიენალეს კომისარი იყო ანა რიაბოშენკო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით. რპოექტს მხარს უჭერდა თიბისი ბანკი.
მეტი ინფორმაცია:
ის რაც იყო და აღარ არის... და ისიც რაც არასდროს ყოფილა... ჟურნალი ინდიგო, სოფო კილასონია, 2017