არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

გიორგი გუგუშვილის გამოფენა „კალიგრაფიული კომპოზიციები" [ეროვნული გალერეა]

2020

გიორგი გუგუშვილის ნამუშევრები გამოირჩევა ლაკონურობით, ექსპრესიულობითა და მონუმენტალობით. ხელოვანი რეალობას მძაფრად და უკომპრომისოდ, პერიოდულად კი იმპერატიულადაც აღიქვამს.

გამოფენაზე წარმოდგენილი კალიგრაფიული კომპოზიციები ავტორის შემოქმედების სრულიად ახალი ეტაპია. სხვადასხვა მედიაში შესრულებულ 21 კომპოზიციაში ხელოვანის მონუმენტალური ხედვა დინამიურ და ექსპრესიულ ნაკადად გარდაიქმნება. კოლექციამ შესაძლოა იაპონური პოეზიის ლაკონური და დახვეწილი გამომსახველობაც მოგაგონოთ.

ხელოვნებათმცოდნე ქეთა გაბიანის შეფასებით - "გიორგი გუგუშვილის ნამუშევრებს აქვთ საგრძნობლად ძლიერი და მკვეთრად ინდივიდუალური გამომსახველობა, რაც ზოგიერთისთვის ძნელად აღსაქმელი და გაუგებარიც კი შეიძლება იყოს, მაგრამ მათთვის, ვისაც ამგვარი უკომპრომისო და ექსპრესიული ნამუშევრების ენა ესმის - ეს გამოფენა აღსავსე იქნება ახალი, დინამიური იმპულსებით, განსხვავებული ესთეტიკით და მრავალი სხვა სასიამოვნო აღმოჩენით".