არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ქეთო ლოგუა - Double Flower

2020

"ასაკში მან დაწერა, რომ ბუნებას სისტემა არ გააჩნია, ის მოძრაობაა უცნობი ცენტრიდან უხილავ საზღვრისკენ' და მაშასადამე, 'ბუნებრივი სისტემა' ცნებების შეუსაბამობაა,"

-აგნეს არბერი, გოეთეს ბოტანიკა: მცენარეთა მეტამორფოზა

"ორმაგი ყვავილი," ბერლინში მოღვაწე ხელოვანის, ქეთო ლოგუას ნამუშევრების სოლო გამოფენა გალერეა ელ ცე კვაისარში.

ლოგუას ინტერ-დისციპლინალური მიდგომა სისტემიზირებული ცოდნის ვიზუალურ ფორმებს იკვლევს. მისი ნამუშევრები იძიებენ მომენტებს სადაც ბუნების და ადამიანის მიერ შექმნილი ტექნოლოგია ერთმანეთში ირევა და არყევს არსებულ წარმოდგენას ობიექტურსა და სუბიექტურს, მეცნიერულსა და შემოქმედებითს, ბუნებრივსა და ხელოვნურს შორის.

ორმაგ ყვავილში ლოგუა ხუთ ხეში მეტალით ინკრუსტირებულ ყვავილის დიაგრამას გალერეის ოთხ ოთახში წარმოგვიდგენს. ყოველი დიაგრამა ასახავს ვარდის ყვავილის ორმაგ მუტაციას სხვადასხვა ეტაპზე. მეყვავილეობაში ათასი წლის განმავლობაში კულტივირებული ეს მუტაცია ყვავილის რეპროდუქციული ორგანოების ფურცლის სახით ზრდას განსაზღვრავს.

ეს ქმნის ბევრად უფრო სრულ ყვავილს, რაც ყვავილს ყვავილში მოგვაგონებს. მაშინ როდესაც ველური ვარდის ყველა სახეობას აქვს ხუთი ფურცელი და მრავალი სქესობრივი ორგანო, სრულ ორმაგ ყვავილს შესამჩნევად მეტი ფურცელი აქვს და სტერილურია. ველური ვარდის და სრული ორმაგი ყვავილის გარდა ლოგუა წარმოგვიდგენს სამ შუალედურ, ნახევრად ორმაგ ვარდს რომლებიც ფურცლების და ორგანოების სხვადასხვა თანაფარდობის მატარებლები არიან.

ლოგუას დიაგრამების დიზაინი მას ეკუთვნის, ხოლო, მათ შესაქმნელად გამოყენებული სისტემა ყვავილოვანი დიაგრამის მე-19 საუკუნეში წარმოშობილ ტექნიკას იყენებს. ეს ტექნიკა ბოტანიკოს ავგუსტ ვილჰელმ აიხლერის სახელს უკავშირდება. ყვავილის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა სიმბოლოთია წარმოდგენილი. სიმბოლოები შედგენილია ყვავილის შიდა სისტემის წარმოსაჩენად. დიაგრამული ტექნოლოგია მეტწილად ინფორმატიულია და დაკვირვების შედეგად აღმოჩენილი ობიექტური სისტემის ამსახველად გვევლინება. ამის მიუხედავად ის მაინც გამოსახულებაა. სისტემა გამოსახულებად იქცევა და შემდეგ კვლავ სისტემად გვევლინება. ყვავილების მეტალში ინკუსტაციით ლოგუა იყენებს ტექნიკას რომელიც დეკორატიულ ხელოვნებაში კლასიკური მეთოდია. ასეთი მიდგომით ლოგუას ნამუშევრები ხაზს უსვამენ მსგავსი პრაქტიკის ესთეტიკურ განზომილებას.

დიაგრამების გარდა, ლოგუა წარმოგვიდგენს ალუმინში ჩამოსხმულ მალას რომელიც სამშენებლო ბლოკებზეა მოთავსებული. მალა უცნაურია და ნამდვილ ძვალს გვაგონებს. ამავდროულად ის ფაქტიურად ფანტასტიკურია.

ამქვეყნიური ძვალის ამსახველი ნიმუშის მაგივრად ეს მალა შედგენილ ფორმას წარმოადგენს, სტეგოზავრის ნამარხი ნაშთების კომბინაციას რომელიც ციფრულად მომზადდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფორმები ნამდვილი მალიდან მომდინარეობს ის იმდენადაა ფანტაზიის პროდუქტი რამდენადაც კვლევის შედეგი. ბლოკზე, ფუნდამენტურ სამშენებლო ელემენტზე მოთავსებული ეს წარმოსახვითი კომპოზიტური მალა კონსტრუირებული სამყაროს არსზე მიგვანიშნებს.

კავშირი რომელიც ორმაგ ყვავილში კონსტრუირებულ სისტემებს შორის გვევლინება, საშუალებას გვაძლევს ჩავერიოთ ჩვენს გარემოში და იმ კომპლექსურობაში რომელიც ამ გარემოდან სხლტება.

გენეტიკური სელექციიდან არარსებული ძვლების მოდელებამდე, რეზონანსულია გოეთეს აზრები ბუნებრივ სისტემებზე; ჩვენი კითხვების უკიდეგანობის პირისპირ ვხედავთ რომ ჩვენი სისტემები არასრულია, და თუ ისინი არაა სრული მაშინ რას წარმოადგენენ ისინი? ლოგუას ნამუშევრები ამ კითხვის ირგვლივ მედიტირებენ და გამოსახულების და ფორმის დახმარებით საკუთარ თავს იაზრებენ.